ცნობილმა ჟურნალმა „სპორტს ილუსტრეიტედმა“ მსოფლიოში სადღეისოდ არსებული სატრანსფერო ჭორები შეკრიბა. გთავაზობთ მათ:
* „არსენალი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ხულიან ალვარესის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. ლონდონელებს არგენტინელის გადაბირება იანვარში უნდათ. კომბინაციაში შესაძლოა შეიტანონ ვიქტორ იოკერესის გადასვლა საპირისპირო მიმართულებით.

* „გალათასარაის“ ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის მიმართ მანჩესტერელთა ინტერესი „ოლდ ტრეფორდზე“ მაურისიო პოჩეტინოს მისვლის მერე გაძლიერდა.
* ამანდ დიალოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა უნდა. კოტ დ’ივუარელის შეძენას „ასტონ ვილა“ და „ბეშიქთაში“ შეეცდებიან.
* თუ გაირკვევა, რომ ოსმან დემბელეს ტრავმა იმაზე სერიოზულია ვიდრე ეგონათ და თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ სიტისგან“ რაიან შერკის გადაბირებას შეეცდება.
* „ინტერს“ „არსენალის“ ესპანელი ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა მოსწონს. მოსკერა შესაძლოა ამ ტრანსფერს დათანხმდეს, რადგან ეზრი კონსას „ემირეიტზე“ გადაბარგების შემდეგ შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
* „არსენალი“ კვლავ ცდილობს „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის გადაბირებას. ცნობილი გახდა, რომ ესპანელის აგენტები თავიანთი კლიენტისთვის ახალი კლუბს ეძებენ.
* „რეალის“ ცენტრალური მცველის, გერმანელი ანტონიო რუდიგერის გადაბირება სურთ „ჩელსის“, „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ტოტენჰემ ჰოთსფურს“.
* „ბარსელონას“ თავკაც ჰანსი ფლიკს „მანჩესტერ სიტისგან“ იოშკო გვარდიოლის ყიდვა უნდა. ეს საიანვრე გეგმაა, ზაფხულში კი ფლიკი „ეტიჰედიდან“ თვით ერლინგ ჰოლანდის გადაყვანას შეეცდება. კატალონიური გუნდის თავკაცს „ტოტენჰემის“ ესპანელი მცველი პედრო პოროც მოსწონს.
* ჭორების მიუხედავად გაირკვა, რომ „ბაიერნს“ „რეალისგან“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ყიდვა არ უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/11/2026 | 09:57რატომ არ უყვარდა ჰიტლერს ნუტელა?
აქეთურ-იქითური21/11/2026 | 08:30გვიანი შემოდგომის სატრანსფერო ჭორ-მართალი
მთავარი ამბავი21/11/2026 | 07:24ჰარი კეინი კიოლნთან დაშავდა
აქეთურ-იქითური20/11/2026 | 08:38სასამართლოს მოგების შემთხვევაში სიტის თავადაც მოუწევს ფულის გადახდა
