NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე ქართველი ლეგიონერების გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მოიგეს. ამასთან, ორივემ ორი ქულით იმარჯვა.
„ორლანდო“ „ბრუკლინს“ ესტუმრა და 113:111 დაამარცხა. სხვათა შორის, ბრუკლინელებმა ბოლო ექვსი თამაშიდან მეხუთე მოიგეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობაც გამოიკეთეს. ისიც ვთქვათ, რომ ამას მთავარი ლიდერის, პაულო ბანკეროს გარეშე აკეთებს. ახლა „ჯადოქრების“ ბალანსი 7-8 არის და ცხრილშიც ფლეი ოფის ზონაში, მერვე ადგილზე არიან.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 14:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. ჩვენებურმა ორივე ორქულიანი ჩააგდო. პასივში კი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის დროს მეჯიქმა ხუთი ქულა დათმო.

მომდევნო მატჩში გოგა ბითაძის გუნდი ვაშინგტონს ესტუმრება.
მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „საკრამენტო კინგსი“ 106:104 დაამარცხა და ბოლო 11 მატჩში მე-10 გამარჯვება იზეიმა.
თამაში მამუმაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მაყურებელმა საქმეში 20:24 წუთი იხილა. ჩვენებურს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. პასივში ორი დაკარგვა და ერთი ჯარიმა. სანდროს მოედანზე ყოფნისას ლეიკერსმა მეტოქეს ქულით აჯობა.
14 მოგებითა და სამი მარცხით „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. ისიც ვთქვათ, რომ საკრამენტოელებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი (1 მოგება, 14 მარცხი) დააფიქსირეს. მომდევნო მატჩში მამუკელაშვილის გუნდი იუტელ ჯაზმენებს უმასპინძლებენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
