ჭდე: გოგა ბითაძე

Home გოგა ბითაძე
მოედანზე და სკამზე
ჩანაწერი

მოედანზე და სკამზე

NBA-ს სტარტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ჩინებული გამოუვიდა – სამიდან სამი მოგება. თუ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საწყისი ორი თამაში შინ მოიგო, ამჯერად, სტუმრად, „იუტა ჯაზი“ დაამარცხა – 132:123. პირველი მეოთედი „ჯაზმენებმა“ 18 ქულით კი მოიგეს, თუმც დიდი შესვენებისთვის წინ უკვე „ლეიკერსი“ იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება...

დახურული მოგება
ჩანაწერი

დახურული მოგება

მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი. მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა...

ლატვიასთან ლიდერების გარეშე
ჩანაწერი

ლატვიასთან ლიდერების გარეშე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელ ეტაპზე რიგაში, ლატვიასტან ამხანაგური მატჩი გამართა და 87:77 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო შეხვედრა იმ ოფიციალური მატჩების წინ, რომელიც 2 ივლისს უკრაინასთან (რიგაში), ხოლო 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში) გველის. ალეკსანდრ ჯიკიჩს შესაძლებლობა მიეცა საქმეში ყველა ის ახალბედა კალათბურთელი ენახა, რომელიც გამოძახებული ჰყავს. ისევ არ უთამაშია თორნიკე...

ბითაძე ფლეი ოფში
ჩანაწერი

ბითაძე ფლეი ოფში

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა...

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
ჩანაწერი

შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო....

ბითაძის ორმაგი
ჩანაწერი

ბითაძის ორმაგი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში...

ფლეი ოფი საბრძოლოა
ჩანაწერი

ფლეი ოფი საბრძოლოა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა...

მამუმ გოგას მოუგო
ჩანაწერი

მამუმ გოგას მოუგო

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი...

ორლანდო ფლეი ოფს შორდება
ჩანაწერი

ორლანდო ფლეი ოფს შორდება

გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი...

სუპერ მამუ და კარგი გოგა
ჩანაწერი

სუპერ მამუ და კარგი გოგა

NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ერთმა მოიგო, მეორე – წააგო. ერთს სუპერთამაში ჰქონდა, მეორეს – კარგი. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც. ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით,...