NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ლეიკერსს“ საკუთარ მოედანზე გაეჯიბრა და ქულით – 104:105 დამარცხდა. ფლორიდელებს ძირითად ცენტრი, ვენდელ კარტერი დაუბრუნდათ და ბითაძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. თუმცა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით მწვრთნელი ამჯერად მეტად ენდო და მოედანზე 18.06 წუთი გაატარა. ჩვენებურმაც ნდობა გაუმართლა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან...
ჭდე: გოგა ბითაძე
გოგამ ბოლოს ითამაშა
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა. ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას...
მამუს რვა ლიდერთან
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,...
მეზობლები
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან...
გოგას ოთხიდან ოთხი
NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა...
სხვა როლი და თამაში…
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი...
მოგებები სხვადასხვა როლებით
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია. „ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4...
მამუს მოგება, გოგას მოგება
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს...
ორი მარცხი
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ორივე ქართველის გუნდმა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ ბოსტონში „სელტიკს“ ესტუმრა და 117:125 დამარცხდა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ არა ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მამუმ მოედანზე 24.55 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან შვიდი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე...
ქართველებმა ბოლო წამებზე მოიგეს
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ მოიგო. ორივემ ბოლო წამზე და ორივემ თითო ქულით. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „შარლოტს“ ესტუმრა და მეტოქე საფინალო სირენასთან ნასროლი სამქულიანით 97:96 დაამარცხა. ორი წამით ადრე „ჰორნეტსი“ ორი ქულით იგებდა, თუმც დარჩენილ დროში, გვერდითი ხაზიდან ბურთი მამუმ იმანუელ ქვიქლს გადააწოდა, ვისი ნასროლი შორეული სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა და...









