NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო.
ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან რვაჯერ ისროლა, საიდანაც ხუთი ზუსტი აღმოჩნდა. პასივში ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუნდმა რვა ქულით მეტი ჩააგდო. „ორლანდოს“ ახლა 32 მოგება და 28 მარცხი მოუგროვდა და შემდეგ ტურში „დალასს“ უმასპინძლებს.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკთან“ 95:111 დამარცხდა. მამუ საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელისგან 16.22 წუთი მიიღო. ჩვენებურის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ჩვენიანი სიზუსტემ დააღალატა: სანდრომ ხუთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, „ტორონტომ“ ორი ქულა წააგო. სანდროს გუნდი 35 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი სტუმრად, „მინესოტასთან“ უწევს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
