ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო

Home სიახლეები ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო
ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო

Wolverhampton Wanderers' Andre scoring his side's second goal during the Premier League match between Wolverhampton Wanderers and Liverpool at...„ვულვზი’’ პრემიერლიგაში დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს, „ლივერპულს’’ კი რაღაც არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას რომ იმსახურებდეს. აუტსაიდერისა და ამბიციური გუნდის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მისი ბედი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრემ გადაწყვიტა. ეს ის ანდრეა, რომლის შეძენაც „ლივერპულს’’ სურდა. მან გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე გაიტანა.

„ლივერპული’’ მიმდინარე სეზონს არასტაბილურად ატარებს. ამის ნათელი დასტურია ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც მერამდენე შეცდომა დაუშვა, როდესაც „ვულვერჰემპტონმა’’ ანგარიში გახსნა. გოლი როდრიგო გომესმა შეაგდო. ეს 78-ე წუთზე მოხდა. 83-ე წუთზე მო სალაჰმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო მაქსიმუმი, რასაც „ლივერპული’’ ამ დღეს იმსახურებდა, მაგრამ ზემოხსენებულმა ანდრემ სამი ქულა ვულვერჰეპტონში დატოვა.

დრამატულ ფინიშამდე კი შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი იყო. ნეიტრალურ მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდებოდა სურვილი ვინმეს რამე გამორჩეული გაეკეთებინა, როგორც ამას გარდაცვლილი დიოგო ჟოტა აკეთებდა. „ვულვერჰემპტონი’’ და „ლივერპული’’ ის ორი გუნდია, რომელთაც პორტუგალიელი ვარსკვლავი წარმოადგენდა.

ქართველ გულშემატკივარს რასაკვირველია აინტერესებს რა შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილის კონკურენტმა, ინგლისურ მედიაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ შერაცხულმა ალისონ ბეკერმა.

liverpoolecho-მ ბრაზილიელს 6 დაუწერა და მისი თამაში სიტყვებით ასე აღწერა: „პირველ ტაიმში სულ რამდენჯერმე შეეხო ბურთს. იგივე განმეორდა მეორე ტაიმშიც, სანამ ჯერ როდრიგო გომესმა და მერე ანდრემ ორი გოლი არ გაუტანეს’’.

This is Anfield (6) – პირველ ტაიმში ალისონს საქმე არ ჰქონდა. მას შეეძლო წასულიყო და სათადარიგოებთან ჩამომჯდარიყო. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, ის აკურატულად თამაშობდა, გოლებს კი ვერაფერს მოუხერხებდა. თუმცა, გადამწყვეტი გოლის წინ მან ბურთი მოედანში მთლად კარგად ვერ გადააგდო.

liverpool.com (6) – „ვესტ ჰემთან’’ შეხვედრაში ის გაცილებით დაკავებული იყო, ამჯერად კი ბურთს მთელი შეხვედრის განმავლობაში მშვიდად და კარგად ანაწილებდა. რაც შეეხება სეივებს, ამ მხრივ მას ფაქტობრივად საქმე არ ჰქონდა. ბოლოს ორი გოლი გაუშვა, მაგრამ ვერაფერს იზამდა’’.

flashscore – 6.0; sofascore – 5.9; whoscored – 5.9; fotmob – 5.5