მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე. ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ…
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე რომ მოხვდება ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა. ახლა გასარკვევია საფრანგეთის ჩემპიონი პირდაპირ მერვედფინალში გავა თუ ჯერ ფლეი ოფის ეტაპზე მოუწევს ბრძოლა. ასეა თუ ისე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პარიზელებმა „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 მოუგეს, რაც 5 ტურში მათი მეოთხე გამარჯვება იყო. პსჟ „არსენალის’’ შემდეგ მეორე ადგილზეა. შეხვედრის მთავარი…
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს ვიდრე მიკროფონების წინ, მოვალეობას თავი გაართვა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხაო, წერს „პარიზიენი’’. მიმდინარე სეზონში ქართველი ევროპულ სარბიელზე კარგად თამაშობს, ორი გოლი შეაგდო. მან თქვა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მის განვითარებაში ლუის ენრიკემ დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ხანი არ…
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი…
როგორც სატრანსფერო საქმეებში გარკვეული ესპანური პორტალი Fichajes წერს, „ვილიარეალში’’ ახალგადასული ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირებას მალე „ტოტენჰემ ჰოთსფური’’ შეეცდება. ჩრდილოლონდონური კლუბი ჯერ კიდევ დააკვირდება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს და თუ შთაბეჭდილება არ წაუხდება ზაფხულში „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს. მიქაუტაძემ სახელი „ლიონში’’ გაითქვა, სადაც 47 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მის პოტენციალს ყურადღება ბევრმა კლუბმა მიაქცია. სატრანსფერო…
„ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ― 1:0. ეს ისტორიაში ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. სულ „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ინგლისელებს 15-ჯერ შეხვედრია. ესპანელთა სამწუხაროდ, ამ 15 თამაშიდან მათ ერთიც არ მოუგიათ ― 6 ფრე და 9 მარცხი. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე „ვილიარეალის’’ ბრაზილიელი მეკარის ლუის ჟუნიორის უხეში შეცდომის გამო გავიდა. მან ლუკას…
შაბათს, 13 სექტემბერს „ატლეტიკოს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს მიმდინარე სეზონში პირველად მიეცემა სამი თავდამსხმელით თამაშის საშუალება. წინა სამ ტურში ის ხან რა გამოსავალს პოულობდა და ხან რას. „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ კი მარსელინოს შეუძლია ერთდროულად ათამაშოს ჟორჟ მიქაუტაძე, 32 წლის ესპანელი აიოსე პერესი და 25 წლის ნიგერიული წარმოშობის კანადელი ტანი ოლუვასეი. 33 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის…
პირველი მატჩი და პირველი ტიტლული! ისე, რომ ერთი ამხანაგურიც არ ჰქონდა ნათამაშევი, „პარი სენ ჟერმენმა’’უეფას სუპერთასი მოიგო. მისი და „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ შეხვედრაში თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ (2:0), მაგრამ პარიზელებმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და შემდეგ პენალტებშიც იმარჯვეს. ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის დაწყებული აქვს, ერთი თვის ნავარჯიშებ მეტოქესთან შეხვედრაში უამრავი…
„პარი სენ ჟერმენი’’ უნიკალური გუნდია. „პარიზიენი” წერს, რომ ოთხშაბათს, უდინეში აშკარა ფიზიკური ჩამორჩენის მიუხედავად მან ენერგიულად და ღირსეულად მოიგო ევროპის სუპერთასი, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა სიურეალისტურ ატმოსფეროში, შეხვედრის ბოლო ათ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენაც გამოასწორეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პენალტებში გადამწყვეტი როლი მათმა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ითამაშა….
ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს…
ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც. „ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ…
დღეს ევროლიგის ფინალია, წუხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედისა’’ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ ფანები ბილბაოში ერთმანეთს დაერივნენ. ბასკეთის დედაქალაქში დაახლოებით 70 000 მანჩესტერელი და ლონდონელი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთაც ცხადია დიდი რაოდენობით მიიღეს ალკოჰოლი. ინგლისელი გულშემატკივრები მოედნენ მთელს ბასკეთს, მათ შორის სან სებასტიანსა და მის მიდამოებსაც, სადაც დასცხეს კიდეც ერთმანეთს. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას მერე…
კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს. მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’…
26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა თქვა, რომ როგორც კი ინგლისში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემში” თამაშობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს. ის ნაკრებში იყო გამოძახებული და როდესაც ბოლივიასთან შეხვედრაში შეცვალეს, ტირილი დაიწყო. ბრაზილიამ ბოლივიას 5:1 მოუგო. რიშარლისონმა გოლი ვერ გაიტანა. მან ვერც პერუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ფორვარდს უკვე ოთხი თამაშია, რაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გოლი არ შეუგდია….
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის ბომბარდირსი გერმანულ გრანდთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კეინი, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს მიუნხხენში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიუნხენში მას ოფიციალურად წარადგენენ. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელი 12 აგვისტოს, გერმანიის სუპერთსის მატჩში „ბაიერნსა“ და „ლაიპციგს“ შორის ის მიუნხენელთა განაცხადში იყოს…
ტანგუ ნდომბელე „ნაპოლის” დაემშვიდობა. ფრანგი ნახევარმცველი „დიეგო მარადონაზე” იჯარით გატარებული პერიოდის შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსფურს” უბრუნდება. გასული სეზონი პირადად ნდომბელესთვის მაინცდამაინც წარმატებული არ იყო, რადგან ლუჩანო სპალეტის ხელში უფრო სათადარიგო გახლდათ, ვიდრე ძირითადი შემადგენლობის წევრი, მაგრამ მედლების პირადი კოლექცია სკუდეტოთი გაამდიდრა. 26 წლის ფეხბურთელი თამაშობდა იმ „ნაპოლიში” რომელმაც გულშემატკივარს დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ, 30 წლის ნანატრი…
იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. „გაცნობებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვწყვეტთ თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან. ანტონიოს მუშაობის პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მადლობას ვუხდით მას გაწული სამსახურისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. კრისტიან სტელინი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს,…
ინგლისში ვარაუდობენ, რომ ჰარი კეინი და „მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან. არც ის არის საიდუმლო, რომ „იუნაიტედი” ზაფხულს ელოდება, რათა „ტოტენჰემს” კეინზე ვაჭრობა დაუწყოს. თავად თავდამსხმელისთვისაც დრო არის ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელშიც ტიტულებს მოიპოვებს, თორემ უკვე 29 წლისაა და შეიძლება კარიერა „მშრალად” ჩაამთავროს. „დეილი მეილი” წერს, რომ ეს ამბავი ძალიან ჰგავს ტედი შერინგემის ისტორიას, როდესაც…
კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს…
VAR ფეხბურთს აზიანებს — თქვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მიზეზი: „სფურზისა” და „სპორტინგის” მატჩი 1:1 მთავრდებოდა, როდესაც 90+6 წუთზე ჰარი კეინმა ლისაბონელთა კარში გოლი შეაგდო. VAR-მა ეპიზოდი საეჭვოდ მიიჩნია. გოლი არ ჩაითვალა, რაც კონტემ ემოციურად გააპროტესტა და არბიტრმა მას წითელი ბარათი ამოუღო. ეს ამბავი…
„სანი” წერს, რომ განრისხებულ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდება სურს. გაზეთის აზრით, „იუნაიტედისა” და „სფურზის” შეხვედრა რონალდუსთვის მანჩესტერელთა გუნდში ბოლო იყო. შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა, ხოლო როდესაც მატჩი ბოლოსკენ მიდიოდა (თუმცა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ორი შეცვლის შესაძლებლობა კიდევ ჰქონდა), პორტუგალიელმა სათადარიგოთა სკამი დატოვა და გასახდელში შევიდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა”…
დღეს ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს სერიოზულად დაელაპარაკება — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამი ადრე დატოვა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ხუთიდან ჯერ მხოლოდ სამი ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. „ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დავინახე რომ გადიოდა, მაგრამ არ დავლაპარაკებივარ, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა, — ამ ფაქტს დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან იმ წუთას გუნდით ვიყავი დაკავებული. ჩემი…
მაიკ დინმა შეცდომა აღიარა: კრისტიან რომერო მარკ კუკურელიას თმაში ჩაეჭიდა და დაჰქაჩა. მას, როგორც VAR-ზე პასუხისმგებელ არბიტრს ეს უნდა დაენახა ან „ალავერდს” მთავარ არბიტრთან გადასულიყო. ხსენებული ინციდენტი ლონდონური დერბის დროს მოხდა. შეხვედრას ენტონი ტეილორი სჯიდა. „ჩელსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” დაუზავდა — 2:2. თამაში ნერვიული და დაძაბული გამოდგა. მწვრთნელებმა, თომას ტუხელმა და ანტონიო კონტემაც კი იჩხუბეს. თან…
თომას ტუხელი და ანტონიო კონტე „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” შეხვედრის (2:2) ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მწვრთნელები პირველად მაშინ წაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც „ტოტენჰემის” ფეხბურთელმა პიერ ემილ ჰოიბერგმა კალიდუ კულიბალის გოლი გაქვითა — ამ ეპიზოდში მსაჯმა მათ ყვითელი ბარათი ამოუღო. შემდეგ კი არბიტრმა ორივე გუნდის თავკაცი მოედნიდან გააძევა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ როდესაც გერმანელმა და იტალიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,…
„ტოტენჰემის“ გულშემატკივარმა კრისტიან ერიკსენის მაისურა საჯაროდ დაწვა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით მან ჩრდილოლონდონელ ქომაგთა უმეტესობის დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საქციელი არ მოუწონეს. ერიკსენს პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“ სურდა, მაგრამ 30 წლის დანიელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ არჩია, სადაც უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას…
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოაცხადა, რომ „ევერტონისგან” 60 მილიონ გირვანქად რიშარლისონი იყიდა. ბრაზილიელმა ლონდონის კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის გახდა მიმდინარე ზაფხულში ანტონიო კონტეს მეოთხე შენაძენი. რიშარლისონი 25 წლისაა. „სფურზი” მისთვის მესამე ინგლისური კლუბია. მანამდე ის თამაშობდა „უოტფორდსა” და „ევერტონში”, რომელთა შემადგენლობაში ჩაატარა 173 შეხვედრა და გაიტანა 48 გოლი. გასულ სეზონში „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა,…
„ტოტენჰემ” ჰოთსპური” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა: 24 საათში „ევერტონისგან” რიშარლისონს იყიდის, „ბარსელონა” კი კლემან ლენგლეს იჯარით დათმობაზე დაიყაბულა. „ევერტონი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქას ითხოვს. „დეზები” ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, მაგრამ ფულის ჩარიცხვის სტრუქტურაზე უთანხმდებიან გამყიდველს. რიშარლისონის ყოფილ კლუბ „უოტფორდს” 40 მილიონს ზემოთ ნებისმიერი თანხიდან 10 პროცენტი ეკუთვნის. 2018 წელს, ლივერპულელებმა ფორვარდი მისგან სწორედ 40…
მადრიდის „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. 36 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ლუკა „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა. ინგლისური „ტოტენჰემიდან’ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მას შემდეგ მან ხუთჯერ მოიგო…
ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ…
ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” „არსენალს” 3:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი დამარცხებულ კოლეგას მიკელ არტეტას შეუთვალა წუწუნს მორჩიო. სამი გოლიდან ორი პირველ ტაიმში ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო მასამე შესვენების შემდეგ სონმა დაამატა. შედეგად, „სფურზი” „არსენალს” წამოეწია. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება. გუნდები ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან….
„ტოტენჰემის“ ყოფილმა გარემარბმა დავიდ ჟინოლამ ჰარი კეინი აქო და ადიდა. მეტიც, დიეგო მარადონას შეადარა… „კეინი გუნდის ახალი გამთამაშებელია. ის თან ცენტრფორვარდია, თან სირღმიდანაც თამაშობს. ახლა დიეგო მარადონასავითაა. მისია მოკლე პასები, გრძელი პასები, გოლები თამაშს ქმნის“. კეინს მართლაც საოცარი პასები აქვს. 9 ნომრის კვალობაზე განსაკუთრებული თამაშით გამოირჩევა. ჟინოლა ფრანგი გახლავთ, გარემარბად თამაშობდა პსჟ-ში, „ნიუკასლში“, „ტოტენჰემში“ და…
„ევერტონის“ ნახევარმცველი დელე ალი „გუდისონ პარკზე“ „ტოტენჰემიდან“ ახლახან, იანვარში გადავიდა, მაგრამ… უკვე მოახერხა წლის ყველაზე ცუდ შენაძენად დაესახელებინათ. შეგახსენებთ: მან კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გამოიცვალა. „ირისებს“ დელე ალი 40 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. სპეციალისტები მაშინვე ამბობდნენ, მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი რისკზე მიდისო, მაგრამ ლემპარდი რისკს არ მოერიდა და… როგორც ჩანს შეცდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ…
კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ოფიციალური 805-ე, 806-ე და 807-ე გოლები შეაგდო, რითაც ფიფას ბომბარდირთა სიაში იოჟეფ ბიცანი (805) ჩამოიტოვა. ეს მოხდა შაბათს, მატჩში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 3:2 მოუგო. ფიფას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ახალი ხუთეული ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ (2001-დღემდე) — 807; იოჟეფ ბიცანი (1931-55) — 805; რომარიო…
მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. როგორც talkSPORT იუწყება, ბიელსამ ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით წუხელ მიიღო, მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შინ 0:4 წააგო. საშინელი სტატისტიკაა: „ლიდსმა“ ბოლო ხუთ შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა და პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. არგენტინელი მწვრთნელი გუნდს გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტოვებს. „ლიდსი“ მე-18 ადგილზე მყოფ „ბარნლის“ მხოლოდ ორი ქულით…
შაბათს პრემიერლიგამ მორიგი სიგიჟე მოაწყო. „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შეხვედრაში მე-5 წამატებული წუთი მიდიოდა, როდესაც დეიან კულუშევსკიმ მარჯვენა ფრთაზე, საჯარიმოსთან, ბურთი ფეხზე მორიგო და ჩააწოდა, სადაც ის ჰარი კეინი, რომლის ყიდვასაც გასულ ზაფხულში „სიტი“ ოთხჯერ ცდილობდა ახტა და თავით „სფურზის“ გამარჯვების გოლი ჩაჭედა — 3:2. კეინს კაილი უოქერი მეურვეობდა, მაგრამ ფორვარდმა, რომელზეც ამბობდნენ, რომ…
გეხსომებათ, რა ამბავი იყო ატეხილი გასულ ზაფხულს ჰარი კეინის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დარჩენა-არ დარჩენის გამო. არ არის გამორიცხული მომავალ ზაფხულშიც იგივე განმეორდეს. ამის წინაპირობა არსებობს. კეინმა თქვა, სანამ რამეს გადავწყვეტ, მინდა დავრწმუნდე, რომ კლუბი ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერების საქმეში მხარში უდგასო. ინგლისის ნაკრების კაპიტანი უკვე 28 წლისაა, მაგრამ „ტოტენჰემის“ გადამკიდე უტიტულოდ არის. მეორე მხრივ, „სფურზი“ მისი…
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე შიშობს, რომ მის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს და ფეხბურთელებს მოუწოდებს „მკვლელები“ გახდნენ. კვირას „დეზებმა“ „ვულვზთან“ 0:2 წააგეს. ეს გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ პრემიერლიგაში. ერთმანეთს მიყოლებული ცუდი შედეგების გამო, ლონდონელებს ოთხეულში მოხვედრის შანსი შეუმცირდათ. „პრობლემა ის არის, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტს ვერ იყიდი, — თქვა კონტემ, — ის შეიძლება…
დელე ალი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ევერტონში“ გადავიდა და „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივრის წინაშე წარდგა. ამ პრეზენტაციაზე მისმა ჩაცმულობამ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი და ოდინდელი ვარსკვლავი გლენ ჰოდლი გააღიზიანა. „ქუჩიდან შემოთრეულს“ ჰგავდაო, ბრძანა 25 წლის ნახევარმცველზე ჰოდლმა, რომელიც დიპლომატიური ლაპარაკით არასდროს გამოირჩეოდა. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ხეიბარ ხალხზე თქვა, წინა ცხოვრებაში ცოდვილები იქნებოდნენო. არადა,…
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავი ვერ შეიკავა და გაოცება გამოთქვა იმის გამო, რაც კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გააკეთა. იტალიელი ამბობს, რომ ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ წარსულში კლუბს არასწორი პოლიტიკა ჰქონდა. იჯარის წესით „სფურზი“ დატოვეს ტანგუი ნდომბელემ, ჯოვანი ლო სელსომ და ბრაიან ხილმა, ხოლო დელე ალიმ ეგრეთწოდებული პერმანენტული კონტრაქტი გააფორმა „ევერტონთან“. კონტემ თქვა: „სამი…
პრემიერლიგაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეშფოთებული იყო, რომ ბოლოხანს ინგლისურ ფეხბურთში მაყურებლის მხრიდან ძალადობამ იმატა. ასე მაგალითად, მისი გუნდის გერმანელ მცველს ანტონიო რუდიგერს „სფურზის“ ფანებმა ტრიბუნიდან ბოთლის გასახსნელი და სანთებელა ესროლეს. შეხვედრას დაახლოებით 3 000 ჩრდილო ლონდონელი გულშემატკივარი ესწრებოდა. ფეხბურთელმა ამის შესახებ იქვე აცნობა მსაჯ პოლ ტიერნის, მაგრამ არბიტრს…
უგო ლორისის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა დამთავრდა. ფრანგმა მეკარემ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოლო კვირების განმავლობაში „სფურზის“ კაპიტნის მომავალი გაურკვეველი იყო. მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუდიოდა. ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ — ლორისს ჩრდილოეთ ლონდონში დარჩენა თითქოსდა აღარ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მსოფლიოს ჩემპიონი „ტოტენჰემში“ 2024 წლამდე დარჩება. ამ ამბავმა „სფურზის“ მწვრთნელი…
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პიტერ კრაუჩმა ანტონიო კონტე შეაქო, გუნდს მებრძოლი სულისკვეთება დაუბრუნაო. გუშინ „სფურზი“ ლესტერში 1:2-ს აგებდა, კონტე ჩრდილო ლონდონური გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხის პირას იდგა, როდესაც სტივენ ბერგვინმა მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და „დეზებს“ სამი ქულა შეჰმატა. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კონტემ მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა და მან ჯერ 90+5…
„ჩარლტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მოდელმა მადლენ რაიტმა თავისი ინსტაგრამის გამომწერები შოკში ჩააგდო, როცა „ტოტენჰემი“ – „ჩელსის“ ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (0:1), „ჩელსის“ გულშემატკივრებს შეხვედრის პროგნოზის გაკეთება სთხოვა. შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კამერა ჯერ „ჩელსის“ მაისურიან ქალბატონს გვიჩვენებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა და „ჩელსის“ ფერის ტრუსებში გამოწყობილი, სხეულის სიმდიდრეებს უჩევნებდა. 261 ათასი…
ოცი წელიწადი დასჭირდა ინგლისელ მსაჯ მაიკ დინს ბოლოს და ბოლოს ჩრდილო ლონდონელთა პატივისცემა რომ ეგრძნო. „კარაბაოს” ანუ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მან „ტოტენჰემ ჰოთსპურის” სასარგებლოდ ორჯერ პენალტი დანიშნა, ერთხელ კი გოლი ჩათვალა, მაგრამ VAR-მა სამივე გადაწყვეტილება გააუქმებინა. შედეგად, „ჩელსი”, რომელმაც 1:0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 3:0 აჯობა, ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულსა” და „არსენალს”…
წუხელ „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 2:0 მოუგო და ინგლისურ მედიაში გაჩნდა ხუმრობა, რომელუ ლუკაკუს გამო ატეხილი სკანდალიდან ერთ კვირაში გაირკვა, რომ „ჩელსის“ თავდამსხმელი საერთოდ არ სჭირდებაო. „სტემფორდ ბრიჯზე“ ანტონიო კონტეს დაბრუნების დღეს „ტოტენჰემის“ მცველებმა დასავლეთლონდონელი ფორვარდების საქმე თვითონ იტვირთეს. არადა, აქამდე „სფურზის“ დაცვა ხელწამოსაკრავი არ ჩანდა — წინა ათი შეხვედრიდან „დეზებმა“ მეტოქეს ხუთში…
კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,…
კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „საუთჰემპტონს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ოფიციალურად თამაში 1:1 დამთავრდა. მიზეზი: მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით ჰარი კეინის მეორე გოლი არ ჩათვალა. აქ, სამართლიანად ისმის კითხვა, შეიძლება კი მილიმეტრებზე გამოდევნება? ფეხბურთში რა უნდა წახალისდეს, შეტევა თუ დაცვა? ერთი სიტყვით, ამაზე ოდნავი და უაზრო თამაშგარის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ნურც „საუთჰემპტონს“ დავუკარგავთ მონდომებას. 39-ე…
„ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემს“ „კარაბაოს თასზე“ 2:1 მოუგო, ლონდონის პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო — მტრად მოკიდებული გუნდების ფანებმა იჩხუბეს. არეულობა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის“ გარეთ მოხდა. საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია. შეხლა-შემოხლა სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან მოქიშპე ჯგუფებმა მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყეს. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ლანძღვა-გინება უსწრებდა. ერთი დასისხლიანებული ფანის ფოტომ კი მთელი მსოფლიოს მედია მოიარა. ამ…
უეფამ სიმკაცრე გამოავლინა და პირველად კოვიდსაფეხბურთო ისტორიაში გუნდს წაგება ჩაუთვალა, შედეგად კონფერენციის ლიგიდან მოკვეთა. ეს გუნდი ლონდონის „ტოტენჰემია“. უეფამ „ტოტენჰემს“ წაგება „რენთან“ გადადებულ შეხვედრაში ჩაუთვალა. ლონდონელების ბანაკში კოვიდ 19 დიდი დოზით შევიდა, რის გამოც რამდენიმე თამაშის გადადება მოუწიათ. მათ შორის იყო უეფას ეგიდით ჩასატარებელი მატჩი. ლონდონელები გადათამაშებას ითხოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ წაგება ჩაუთვალეს და კონფერენციის ლიგიდანაც…
„ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ ლონდონში ფრედ ითამაშეს — 2:2. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსაჯ პოლ ტიერნის როგორც თამაშის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ შეუტია. არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მან ყვითელი ბარათი აჩვენა ჰარი კეინსაც, არადა ენდი რობერტსონთან უხეშობის ეპიზოდი შესაძლოა წითელს იმსახურებდა. კლოპი იმანაც გააბრაზა, რომ ტიერნიმ დიოგო ჯოტას წაქცევისთვის „სფურზის“ კარში პენალტი არ დანიშნა….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes