როგორც სატრანსფერო საქმეებში გარკვეული ესპანური პორტალი Fichajes წერს, „ვილიარეალში’’ ახალგადასული ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირებას მალე „ტოტენჰემ ჰოთსფური’’ შეეცდება. ჩრდილოლონდონური კლუბი ჯერ კიდევ დააკვირდება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს და თუ შთაბეჭდილება არ წაუხდება ზაფხულში „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს.
მიქაუტაძემ სახელი „ლიონში’’ გაითქვა, სადაც 47 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მის პოტენციალს ყურადღება ბევრმა კლუბმა მიაქცია. სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეებში დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ის „ვილიარეალმა’’ შეიძინა. ახალ გუნდში მან ჯერჯერობით მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ერთი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გადაწოდება უკვე შეძლო. მიქაუტაძე მობილურია და მოედნის ეგრეთწოდებულ ბოლო მესამედში ანუ მეტოქის საჯარიმოსა და მის მიმდებარედ მწვავედ თამაშობს.
„ტოტენჰემ ჰოთსფური’’ ერთ-ერთია იმ დიდ კლუბთაგან, რომლებსაც 24 წლის ქართველი მოსწონთ. მედიაში წერენ, რომ ჩრდილო ლონდონელებს მათ განკარგულებაში მყოფი თავდამსხმელებისგან განსხვავებული თვისებების მქონე ფორვარდი სჭირდებათ, ხოლო მიქაუტაძე სწორედ ასეთია. გამოვიდა ხმა, რომ „სფურზი’’ მზადაა მასში 60 მილიონიც კი გადაიხადოს, ოღონ ამისათვის საჭიროა საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა მიმდინარე სეზონი კარგად ჩაატაროს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
