ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა

Home კატეგორიის გარეშე ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა
ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა

Luis Enrique, Head Coach of Paris Saint-Germain, celebrates with the UEFA Super Cup Trophy after his team's victory in the UEFA Super Cup 2025 match...„პარი სენ ჟერმენი’’ უნიკალური გუნდია. „პარიზიენი” წერს, რომ ოთხშაბათს, უდინეში აშკარა ფიზიკური ჩამორჩენის მიუხედავად მან ენერგიულად და ღირსეულად მოიგო ევროპის სუპერთასი, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა სიურეალისტურ ატმოსფეროში, შეხვედრის ბოლო ათ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენაც გამოასწორეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პენალტებში გადამწყვეტი როლი მათმა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ითამაშა. ბოლო, გამარჯვების მომტანი დარტყმა კი ნუნუ მენდეშმა შეასრულა.

საპრესკონფერენციო დარბაზში შესული ლუის ენრიკე არაქათგამოცლილი იყო. გამარჯვების მიუხედავად ესპანელს ობიექტურობის გრძნობა არ დაუკარგავს. მან თქვა, რომ ჯილდოს „ტოტენჰემი’’ უფრო იმსახურებდა.

შეხვედრის ბოლოს, როდესაც ჯერ კიდევ 0:2-ს აგებდით, წარმოიდგენდით, რომ მოვლენები შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო?

მეტისმეტად დაღლილი ვარ და არ ვიცი შევძლებ თუ არა ფრანგულად სწორად ლაპარაკს. გულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თასს არ ვიმსახურებდით. დღეს ვნახეთ თვალსაჩინო განსხვავება „ტოტენჰემს’’, რომელიც სეზონისთვის ექვსი კვირაა რაც ემზადება და ჩვენ შორის, რომლებმაც სულ ვარჯიში ექვსი დღეა რაც დავიწყეთ. და ეს განსხვავება მთელი 80 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. ვცადეთ გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი, მაგრამ უხეირო პასების მთელი წყება გვქონდა. სამაგიეროდ იღბალმა გაგვიღიმა: ორი გოლი გავიტანეთ და პენალტებით გავიმარჯვეთ. ასეთია ფეხბურთი. ბედნიერი ვარ ჩვენი ფანები რომ გავახარეთ, ისინი მუდამ მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან. ისინი ჩვენ გვერდით იყვნენ მაშინაც, როდესაც ვაგებდით.

ნუთუ გვატყუებდით როდესაც გვეუბნებოდით, რომ ცუდი ფიზიკური ფორმის მიუხედავად მოედანზე ღიმილით გახვიდოდით. ნუთუ დღეს თქვენს გუნდს სხვა ღირსებები არ ჰქონდა?

გიმეორებთ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან უცნაური იყო. იმაში, რომ გუნდებს შორის ასეთი განსხვავება ვიხილეთ, გასაკვირი არაფერია. იმისათვის, რომ კარგად ითამაშო კარგი ფიზიკური ფორმა გჭირდება, მაგრამ აგრეთვე საჭიროა კარგი ტექნიკური დონეც. დღეს ჩვენთვის ჩვეული ტექნიკის ნაკლებობაც თვალსაჩინო. გამახსენდა ფეხბურთელობის დროს შვებულებიდან რომ ვბრუნდებოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა. დღეს გამარჯვებას „ტოტენჰემი’’ ჩვენზე გაცილებით მეტად იმსახურებდა.

იყო თუ არა მომენტი, როდესაც თქვენი მოთამაშეების რწმენა დაკარგეთ?

ჩემი ფეხბურთელების რწმენას არასდროს ვკარგავ. მეტოქემ სადღაც მე-80 წუთზე პრესიგს თავი დაანება და ეს კარგი მომენტი გამოდგა იმ ფეხბურთელებისთვის რომლებიც მოგვიანებით ჩაერთნენ საქმეში: კან ინგმა, გონსალომ, ფაბიანმა და იბრაჰიმამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ყველა, ვინც თავიდანვე თამაშობდა და ყველა, ვინ შეცვლაზე შევიდა, თამამად ირჯებოდა. მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.