ჯანლუიჯი დონარუმას „პარი სენ ჟერმენიდან’’ წასვლის საქმე ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იტალიელი მეკარე ჯერ ლუის ენრიკემ არ შეიყვანა ევროპის სუპერთასის განაცხადში, შემდეგ კი თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ „პარკ დე პრენსს’’ უახლოეს კვირებში დატოვებს, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე.
მომხდარმა საზოგადოება ააღელვა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის წასვლამ რასაკვირველია იმოქმედა პსჟ-ს ფეხბურთელებზეც. მათ დონარუმასადმი სიყვარული და თანადგომა სოციალურ ქსელებში გამოხატეს.
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის ნუმერო უნო’’, – თქვა ოსმან დემბელემ და სიტყვებს სამი გული მიუსვა.
„ელ მეხორ, მერსი ჯიჯო’’, – რატომღაც ესპანურ-ფრანგულად გადაუხადა მადლობა იტალიელს დეზირე დუემ.
პორტუგალიელმა ვიტინიამ მხოლოდ იტალიური ამჯობინა: „Grazie mille Shisho (ათასი მადლობა შიშო)’’.
აშრაფ ჰაკიმი: „ერთი ჩვენთაგანი’’. პრენსელ კიმპემბე: „გრანდე ჯიჯონი’’ (დიადი ჯიჯონი, იტალიურად). უორენ ზაირ-ემერი: „მადლობა ჯიჯო’’.
ხვიჩა კვარაცხელიამ დონარუმას ძმა უწოდა – ძმას გადაუხადა მადლობა.
კილიან მბაპემ, რომელიც იტალიელთან ერთად სამ წელიწადს თამაშობდა, უბრალოდ გულით გამოხატა თავისი დამოკიდებულება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:07ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
მთავარი ამბავი11/11/2026 | 08:46ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 07:19მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?
