ჭდე: ჯანლუიჯი დონარუმა

Home ჯანლუიჯი დონარუმა
ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
ჩანაწერი

ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა

ჯანლუიჯი დონარუმას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ამან მას ბედნიერებაში ხელი ვერ შეუშალა: იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ცოლი მოიყვანა. ჯიჯის და მისი  ბავშვობის სიყვარულის ალესია ელეფანტეს ჯვრისწერა იტალიაში, პულიაში, ლოკოროტონდოს წმინდა Madre di San Giorgio Martire-ს ეკლესიაში შედგა. ქორწილში სხვა სტუმრებთან ერთად ფეხბურთელებიც იყვნენ დაპატიჟებულები. ჯვრისწერამ ყურადღება მიიპყრო სიძე-პატარძლის ჩაცმულობითა და დეკორაციით. ტაძრის...

დინარუმამ იცის
ჩანაწერი

დინარუმამ იცის

პრემიერლიგის მნიშვნელოვან მატჩებში მომხდარი ინციდენტების გარჩევის კომისია ამბობს, რომ ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკის გოლი „მანჩესტერ სიტის’’ კარში („სიტიმ’’ მოიგო 3:0) მსაჯს უნდა ჩაეთვალა. რაოდენ უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, კომისიამ ისიც თქვა, რომ VAR სწორად მოიქცა, როდესაც თანამსაჯ სტიუარტ ბერტის გადაწყვეტილება არ გააუქმა. ვან დაიკის გოლი რომ ჩათვლილიყო ანგარიში 1:1 გახდებოდა. ის არ ჩათვალეს, რადგან ჰოლანდიელის...

დონარუმას ყველა თანაგუნდელისთვის წერილი გაუგზავნია
ჩანაწერი

დონარუმას ყველა თანაგუნდელისთვის წერილი გაუგზავნია

„მანჩესტერ სიტის’’ 26 წლის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ფრანგულ „ეკიპს’’ ელაპარაკა. „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა კარის მცველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უკლებლივ ყველა თანაგუნდელს წერილი მისწერა. „…დიახ ყველა თანაგუნდელს მივწერე, რომელშიც მათ იმ ფანტასტიკური თავგადასავლისთვის მადლობა გადავუხადე. წერილი რამდენიმე ენაზე დავწერე, ყველას რომ გაეგო. მასში გადმოცემული იყო ის, რასაც...

ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა
ჩანაწერი

ლუიშ კამპუში: დონარუმას მადამ გაგვაოცა

ლუიშ კამპუში „პარი სენ ჟერმენის’’ სპორტული დირექტორია. ის გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც ჟურნალისტების წინაშე იშვიათად ჩნდება. და აი, პორტუგალიელმა RMC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პარიზული კლუბის ბოლო თვეებზე ილაპარაკა ― ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ახალი სეზონის დაწყებამდე. ყველაზე საქმიანი კითხვები სატრანსფერო ბაზარს და მოხშირებულ ტრავმებს ეხებოდა. ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ტრანსფერებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი...

ინგლისში დონარუმას ფეხებში უყურებენ და ეეჭვებათ
ჩანაწერი

ინგლისში დონარუმას ფეხებში უყურებენ და ეეჭვებათ

ამ ზაფხულს ნაყიდმა ჯეიმს ტრაფორდმა ახალი სეზონის სამივე თამაში ჩაატარა და კვირას ბრაიტონში წაგების გამო თუკი ვინმე არ გააკრიტიკეს ის ყო, მაგრამ ამიერიდან „მანჩესტერ სიტის’’ კარში ჯანლუიჯი დონარუმა ჩადგება. ედერსონი „ფენერბაჰჩეში’’ გადავიდა, „სიტიმ’’ და პეპ გვარდიოლამ კი „პარი სენ ჟერმენისგან’’ 26 მილიონ გირვანქად იტალიელი იყიდეს. ამ ზაფხულს „ქალაქელთა’’ დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე სულ 180 მილიონი გირვანქა...

ჯიჯიმ სიტი მოაგვარა
ჩანაწერი

ჯიჯიმ სიტი მოაგვარა

ჯანლუიჯი დონარუმას ბედი როგორც იქნა გაირკვა: იტალიელი მეკარე „პარი სენ ჟერმენიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’ გადადის. ესცნობა RMC Sport-სა და ტრანსფერების ექსპერტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით გავრცელდა. ამრიგად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ახალ ლიგაში, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გამოცდის ძალებს. დონარუმას სამედიცინო შემოწმება დღეს ჰქონდა. პარიზელებსა და მანჩესტერელებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, პსჟ-მ იტალიელის შემცვლელად ლუკა...

დაბრუნება დედაქალაქში
ჩანაწერი

დაბრუნება დედაქალაქში

 „პარიზიენი’’ წერს, რომ ეს ცოტათი არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებას ჰგავდა. კვლავ დედაქალაქში ჩასვლა, „პარკ დე პრენსზე’’ მისვლა და რაც მთავარია გულშემატკივართან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი თვის წინანდელი ტრიუმფის შემდეგ. წინა დღეს ლუის ენრიკემ თქვა ჩვენ ეს სტადიონი ძალიან მოგვენატრაო. „მოგვენატრა ჩვენი გულშემატკივარი! განსხვავებული ატმოსფერო! ბოლო ათი თამაში სხვაგან ჩავატარეთ, ახლა დროა კვლავ მშობლიური გარემოთი...

მანჩესტერული ცარცის წრე
ჩანაწერი

მანჩესტერული ცარცის წრე

მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენმა’’ იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმასთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მოკლე ხანში მომხდართან შეგუება და იმავდროულად ახალი კლუბის ძებნა მოუხდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. პირველი დღიდან მოყოლებული დონარუმას სახელს ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ მისი მახასიათებლების მქონე გოლკიპერი ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ სჭირდება, მაგრამ,...

ვინ ცრუობს, რაიოლა თუ პსჟ?
ჩანაწერი

ვინ ცრუობს, რაიოლა თუ პსჟ?

– „პარი სენ ჟერმენი’’ სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა, ჯიჯოს კი ისე უნდოდა დარჩენა, რომ გადავწყვიტეთ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმებოდით. მერე კლუბმა თამაშის წესები შეცვალა. მაშინ ჩვენ მოლაპარაკებები შევწყვიტეთ და შევუთანხმდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე შევხვდებოდით ერთმანეთს… როდესაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ისევ მივუსხედით მაგიდას, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობები არ შეიცვლებოდა, მე კი...

პსჟ-ს ბიჭები დონარუმას წასვლას გამოეხმაურენ
ჩანაწერი

პსჟ-ს ბიჭები დონარუმას წასვლას გამოეხმაურენ

ჯანლუიჯი დონარუმას „პარი სენ ჟერმენიდან’’ წასვლის საქმე ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იტალიელი მეკარე ჯერ ლუის ენრიკემ არ შეიყვანა ევროპის სუპერთასის განაცხადში, შემდეგ კი თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ „პარკ დე პრენსს’’ უახლოეს კვირებში დატოვებს, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე. მომხდარმა საზოგადოება ააღელვა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის წასვლამ რასაკვირველია იმოქმედა პსჟ-ს ფეხბურთელებზეც. მათ დონარუმასადმი სიყვარული და თანადგომა სოციალურ ქსელებში...