პრემიერლიგის მნიშვნელოვან მატჩებში მომხდარი ინციდენტების გარჩევის კომისია ამბობს, რომ ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკის გოლი „მანჩესტერ სიტის’’ კარში („სიტიმ’’ მოიგო 3:0) მსაჯს უნდა ჩაეთვალა. რაოდენ უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, კომისიამ ისიც თქვა, რომ VAR სწორად მოიქცა, როდესაც თანამსაჯ სტიუარტ ბერტის გადაწყვეტილება არ გააუქმა.
ვან დაიკის გოლი რომ ჩათვლილიყო ანგარიში 1:1 გახდებოდა. ის არ ჩათვალეს, რადგან ჰოლანდიელის დარტყმის დროს მისი თანაგუნდელი ენდი რობერტსონი ოფსაიდში იდგა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ შოტლანდიელი მანჩესტერელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ეფარებოდა, ხელს უშლიდა.
მატჩის შემდეგ „ლივერპულის’’ მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა: „ვფიქრობ ცხადი და ნათელია, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რობერტსონი მეკარეს ხელს არ უშლიდა. დონარუმამ რის გაკეთებაც შეეძლო, გააკეთა’’.
„ლივერპულის’’ წარმომადგენლები არ-ჩათვლილი გოლით ისე იყვნენ აღშოთებულები, რომ ორგანიზაცია PGMOL (Professional Game Match Officials Limited) – ის ხელმძღვანელ ჰოვარდ ვებს მიმართეს. ვებმა ჩაატარა ანალიზი და საჯაროდ განაცხადა, რომ დონარუმა ბურთს მთელი ტრაექტორიის განმავლობაში კარგად ხედავდა, მაგრამ მსაჯებს გადაწყვეტილება მთლად უსაფუძვლოდაც არ მიუღიათ.
არსებობს ჩანაწერი, სადაც თანამსაჯი ამბობს: „რობერტსონი მეკარის თვალსაწიერში იდგა. ის ბურთის გასატარებლად დაიხარა. ძალიან ახლოს იყო. ვფიქრობ, ეფარებოდა. ძმაო, ვფიქრობ მან დონარუმას ბურთის დანახვაში ხელი შეუშალა’’.
„ოკ, ესე იგი თამაშგარე ყოფილა’’, ― უპასუხა მთავარმა მსაჯმა.
„ჰო, ვფიქრობ მართლაც ოფსაიდი იყო’’, ― დაუდასტურა თანამსაჯმა.
გამოქვეყნდა VAR-ზე მომუშავე მსაჯის მაიკლ ოლივერის ჩანაწერიც. ის ამბობს:
„კრის (კავანას, მთავარ მსაჯს მიმართავს) მაიკლი ვარ. ვადასტურებ გადაწყვეტილებას, რომელიც მოედანზე მიიღეთ: რობერტსონი თამაშგარეში იდგა. ის ოფსაიდშია, მეკარესთან ძალიან ახლოს და თან პირდაპირ დონარუმას წინ რაღაც მოძრაობას ასრულებს. შემოწმება დასრულებულია. დასკვნა: თამაშგარეა!’’.
ვებმა კი მომხდარი ასე განმარტა: „მათ დაასკვნეს, რომ რობერტსონმა დონარუმას გადახტომასა და ბურთის მოგერიებაში ხელი შეუშალა. როგორც კი მოედანზე მსაჯებმა ეს გადაწყვიტეს, VAR ვალდებული გახდა შეემოწმებინა და მანაც დაასკვნა, რომ თამაშგარე იყო. ასე რომ, რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ დონარუმამ იცის’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
