„მანჩესტერ სიტის’’ 26 წლის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ფრანგულ „ეკიპს’’ ელაპარაკა. „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა კარის მცველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უკლებლივ ყველა თანაგუნდელს წერილი მისწერა.
„…დიახ ყველა თანაგუნდელს მივწერე, რომელშიც მათ იმ ფანტასტიკური თავგადასავლისთვის მადლობა გადავუხადე. წერილი რამდენიმე ენაზე დავწერე, ყველას რომ გაეგო. მასში გადმოცემული იყო ის, რასაც მე ვგრძნობდი, რის გაზიარებაც მინდოდა ბიჭებისთვის. მინდოდა ხაზი გამესვა ყველაფრისთვის, რაც ერთად გავიარეთ, რასაც ერთად მივაღწიეთ. ამ სიტყვების დახმარებით მინდოდა ჩემი რაობა, ბიჭებისადმი ჩემი სიყვარული გამომეხატა. იმ წუთას ერთადერთი, რაც ფაზლს აკლდა ფინალის შედეგი იყო. მიხარია, რომ ეს წერილი ყველამ გულთან ახლოს მიიტანა. იმედი მაქვს, რომ მათი განწყობის შექმნაში მეც შევიტანე გარკვეული წვლილი’’.
ჟურნალისტი დონარუმას ჩაეკითხა, თუ როგორი იყო წერილის ბოლო წინადადება. იტალიელმა ყოყმანის შემდეგ თქვა: „ალბათ, მიყვარხართ! ჰო, ალბათ ეს იყო. მართალი გითხრათ, წერილი ძალიან ინტიმურია და მის შესახებ ლაპარაკი არც მინდა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ის იყო გულწრფელი და ყველა თანაგუნდელისადმი დიდი სიყვარულით განმსჭვალული. მე პატივს ვცემ ყოველ დღეს, რომელიც იმ წლებში ერთად გავიარეთ. როდესაც ჩვენ გვიჭირდა და სირთულეებს ერთად ვლახავდით’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
