აბდალას გოლი

Home დავთარი აბდალას გოლი
აბდალას გოლი

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, თამასებიანი ფეხსაცმლები და ტექსტი გამოსახულება
ტორპედო – დინამო 1:1

„იბერია“ კი „გარეჯს“ შინ 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმართა კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა. ეს „გარეჯის“ ზედიზედ მეექვსე ფრე გახლდათ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში.

ფრედ დასრულდა „კლასიკოც.“ „ტორპედომ“ და „დინამომ“ ქუთაისში ქულები გაიყვეს. ამ გუნდების შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს, ამჯერად მატჩს სატურნირო მხრივაც ჰქონდა დატვირთვა. მოგეხსენებათ, გუნდები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვიან. ჯერ „ტორპედომ“ გაიტანა, თავი ბიორნ იონსენმა გამოიჩინა. ეს ნორვეგიელის მე-11 გოლი აღმოჩნდა სეზონში და ის ბომბარდირთა ლიდერებს გიორგი ფანცულაიას და იური ტაბატაძეს დაეწია. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ტაბატაძე კარიერას ესპანურ „კადისში“ აგრძელებს.

ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „სამგურალმა“ ფინანსურ კრიზისში მყოფ „ბათუმს“ სტუმრად 2;1 მოუგო.

„თელავმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „გაგრასთან“ 4:0, თუმცა ისევ პლეი-აუტის ზონაში რჩება.

თელავი 4:0 გაგრა

1:0 გაბიტაშვილი (4), 2:0 მარტინი (40), 3:0 ცნობილაძე (58), 4:0 დევდარიანი (78)

გაძევება: კლაუდინეი (34) – გაგრა

ტორპედო 1:1 დინამო

1:0 იონსენი (48), 1:1 მორჩილაძე (71 პენ)

იბერია 1:1 გარეჯი

1:0 ამისულაშვილი (58), 1:1 პაპავა (87)

დილა 1:0 კოლხეთი

1:0 ხლაიხალი (74)

ბათუმი 1:2 სამგურალი

0:1 ჯანჯღავა (33), 1:1 ქაფიანიძე (89+1), 1:2 სებოლინია (90+5)

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.