ოდნავ ოპტიმისტური ცნობა ხვიჩას შესახებ

Home კატეგორიის გარეშე ოდნავ ოპტიმისტური ცნობა ხვიჩას შესახებ
ოდნავ ოპტიმისტური ცნობა ხვიჩას შესახებ

ICONSPORT_272084_0051ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირებამდე ერთი დღეღა დარჩა. პარიზელებს ბევრი დაშავებული ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა შორისაა ხვიჩა კვარაცხელია. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ქართველი გარემარბის შესახებ ფრანგულ მედიაში დაიწერა შედარებით ოპტიმისტურია: კვარაცხელიას თამაში ჯერჯერობით კვლავ ეჭვქვეშაა. გარემარბმა, რომელიც შაბათს „ოსერთან’’ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ორშაბათს თანაგუნდელებთან ერთად ვერ ივარჯიშა, მაგრამ მედპერსონალის გადაწყვეტილებით ის ესპანეთში გაემგზავრება, რადგან გამორიცხული არ არის, რომ დარჩენილ დროში გამოკეთდეს და მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

პსჟ-ს მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში ბრუნდება ჟოაო ნევეში. პორტუგალიელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ატალანტასთან’’ შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ ორშაბათს ივარჯიშა.

ორშაბათს არ უვარჯიშია ვიტინიას, თუმცა „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ გუნდის სული და გული, რომელიც ხვიჩას მსგავსად შაბათს დაშავდა მაღალი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

კუნთის პრობლემის გამო „ოსერთან’’ ვერ ითამაშა ესპანელმა ფაბიან რუისმაც, მაგრამ მას აღარაფერი აწუხებს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

შეტევაში კი უფრო ცუდად არის პარიზელთა საქმე. ოსმან დემბელე რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ყატარში გაემგზავრა, სადაც ერთ ხანს ASPETAR-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში გაატარებს. ვერც დეზირე დუე ითამაშებს ― ორივენი სანაკრებო კვირეულის შემდეგ ანუ 18 ოქტომბერს დაუბრუნდებიან მოედანს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.