ლიგა 1-ის მე-10 ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ტროას“ 1:0 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ილია ზაბარნიმ გაიტანა. თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, „ტროას“ საკუთარი თავის მეტი რწმენა რომ ჰქონოდა, შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია. საქმე ის არის, რომ კვარაცხელიას, ჰაკიმის, მენდეშის, მარკინიოსის და დემბელეს გარეშე პარიზელებმა მოკრძალებული ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ „ტროასთან“ მოსაგებად ეყოთ.
მასპინძელთაგან თვალში სენი მაიულუს მონდომება და ოსტატობა გეცემოდათ. პირველ 5 წუთში მან ორჯერ შექმნა საგოლე მომენტი, მაგრამ მეტოქის 31 წლის ბურკინა ფასოელმა მეკარემ ჰილელ კონატემ არ გაატანინა. 39-ე წუთზე კი მაიულუმ ზაბარნის მიაწოდა საგოლე პასი. ამ ეპიზოდში კონატე ვეღარაფერს გახდა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „ტროას“ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ის მეორე ტაიმშიც გამოირჩეოდა და ტყუილად არ მიუღია ბევრი საიტის მაქსიმალური შეფასება.
maxifoot-მა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უორენ ზაირ-ემერი დაასახელა, რომელიც ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მომავალ შეკრებაზე… არ მიიწვია. პორტალი წერს, რომ ზაირ-ემერიმ დაცვაშიც ჩინებულად ითამაშა და შეტევაშიც რამდენიმე აქტიური გარღვევა განახორციელა. ერთ ეპიზოდში თაურით გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
