ჟორჟი პასის გარეშე

ჟორჟი პასის გარეშე

AS: „ის თავგამოდებით იბრძოდა, მაგრამ პასებით ვერ ამარაგებდნენ. ამ დღეს იღბალმა ზურგი აქვია“.

ასე შეაფასა ცნობილმა მადრიდულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ. მატჩი მასპინძლებმა მოიგეს – 2:0.  ქართველმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ის ბურთის მისაღებად ბევრს მოძრაობდა, მოწინააღმდეგეები კი მჭიდროდ მეურვეობდნენ. ასეთ პირობებში მიქაუტაძემ 20 პასიდან 16 სწორად გადააწოდა თანაგუნდელს ანუ გადაცემებში  80%-იანი სიზუსტე ჰქონდა. ჟორჟის 3 პასს კარში დარტყმა მოჰყვა. ასეთ პასებს სტატისტიკოსები საკვანძოს უწოდებენ.

ქართველი ბურთს 34-ჯერ შეეხო, მათგან მეტოქის საჯარიმოში სულ 6-ჯერ რაც ნათლად მიუთითებს, თუ როგორ ავიწროვებდნენ „ხეტაფეს“ მცველები. ორი დრიბლინგიდან 1 წარმატებული ჰქონდა.

„ვილიარეალისა“ და „ხეტაფეს“ შეხვედრაში ვერ შედგა ქართული დუელი: მიქაუტაძე საბა საზონოვის წინააღმდეგ. სტუმრების მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა საზონოვი მოედანზე არ შეუშვა.

შეგახსენებთ, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის“ ეს იყო ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ 0:6 წაგების შემდეგ რეაბილიტაციის შესაძლებლობა, რაც ინიგო პერესის ფეხბურთელებმა შეძლეს.

წინა შეხვედრა ევროპულ სარბიელზე, კერძოდ კონფერენციის ლიგაში წააგო „ხეტაფემაც“: „ბრაიტონთან – 0:1. „ხეტაფეს“ ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაშიც არ ჰქონდა საქმე სახარბიელოდ – მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

„ვილიარეალს“ გამარჯვება შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლებით მოუტანეს კანადელმა ტეიჯონ ბუკენენმა (80) და კარლოს რომერომ (90+1)

12 ტურის შემდეგ „ვილიარეალი” 15 ქულით მე-8 ადგილზეა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.