„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და...
ჭდე: ხეტაფე
მარკა: ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა
AS: „ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა. ისარგებლა იმით, რომ ბურთი ძელს მოხვდა, ფეხბურთელები კი საჯარიმოში ხელსაყრელად იყვნენ განლაგებულები. ამას მას დავიდ სორიასთვის გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა’’. ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „ხეტაფესთან’’ შეხვედრის 76-ე წუთზე გატანილი გოლის ასეთი აღწერა „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის საუცხოო თამაშს აუბრალოებს, მაგრამ იგივე გამოცემა მატჩის მიმოხილვას ასე იწყებს: „ხეტაფემ’’ ოქროს გამარჯვება მოიპოვა (2:1) რაც იმას...
ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა იკამათეს. „ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’...
მამარდაშვილი, როგორც მესი
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად „ხეტაფესთან” 1:1 ითამაშა. შეხვედრის ბოლოს გიორგიმ ზედიზედ ორი დარტყმული მოიგერია. რაც შეეხება მის კარში გატანილ გოლს, ის პენალტი გახლდათ. ქვემოთ გთავაზობთ წერილს ერთ-ერთი ვალენსიური გამოცემიდან: „მამარდაშვილი დარტყმას დარტყმაზე ისე იგერიებს, რომ უნებურად საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი გაგახსენდებათ, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. რასაკვირველია, არგენტინელსაც ჰქონდა ცუდი დღეები, როდესაც ბურთს ბადეში ვერ აგდებდა....
წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა
„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად...
მამარდაშვილი კვლავ საუკეთესო იყო
„ძალიან რთული თამაში იყო. საწყენია, რომ ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მივიღეთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ. შემდეგ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის („ბარსელონასთან”) და მისთვის ძალების აღდგენა დაგვჭირდება. პირველი წითელი ბარათი გაბრიელს ლაპარაკისთვის მისცეს, თუმცა ვფიქრობ მას მსაჯისთვის არაფერი უთქვამს. რას იზამ, ეს ფეხბურთია და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რაც შეეხება ხავი გერას, ისიც შელაპარაკების გამო...
მამარდა — ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი
AS: „გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” კვლავ საუკეთესო იყო. მან გუნდი ისევ იხსნა დიდი ანგარიშით წაგებისგან. პირველი ტაიმის მიწურულს მას ზედიზედ მოუწია თავისიანების გადარჩენა”. „მარკა”: „დუარტეს (ორჯერ თავურით) და მუნირს შეეძლოთ ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ ამ სამი ეპიზოდიდან ორში მამარდაშვილმა არ მისცა ამის საშუალება. ეჭვგარეშეა, რომ ის „ვალენსიას” ყველაზე საიმედო ფეხბურთელია”. plazadeportiva: „…შემდეგ „ხეტაფემ გამოიღვიძა. გასტონმა ფრთიდან ჩააწოდა,...
გატუზომ, გოლი რატომ გავუშვითო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ხეტაფეს” 5:1 გადაურბინა. ამის მიუხედავად „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ცოტა გაბრაზებულია, რადგან მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, იქა-იქ პასებსაც არასწორად აწოდებდა და ბოლოს ილიაშ მორიბამ წითელი ბარათი მიიღო. „100 წუთის სათამაშოდ უნდა ვიყოთ მზად. მე ფეხბურთელობის დროს „ლივერპულთან” ისეთი ფინალი მაქვს წაგებული, რომელსაც 3:0-ს ვიგებდით. მიმაჩნია, რომ ფეხბურთს...
რას შვრები დურო, რჩები თუ მიდიხარ?
„ვალენსიას” უგო დუროს 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის დრო ეწურება, ორი კვირაღა დარჩა, მადრიდელმა თავდამსხმელმა კი ამასობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა — ლა ლიგაში მეშვიდე, ხოლო სულ მეათე. ამბობენ, რომ „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კლუბის დირექტორებს აჩქარებს — დუროსნაირი ფორვარდის ხელში 4 მილიონად ჩაგდება სახეირო საქმეა. ბევრი კლუბი აქამდეც არ მიიყვანდა საქმეს. დურო „ხეტაფეს” აღზრდილი და...
VAR-მა მამარდაშვილი გაამართლა
გთავაზობთ ესპანური AS-ის წერილს „ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ წუხანდელ მატჩზე, რომელიც 0:0 დასრულდა: თამაში საძილე ეფექტს იწვევდა, სანამ „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისეთი შეცდომა არ დაუშვა, ახალ ამბებში რომ ხვდება ხოლმე. ის დაგორებული ბურთის ფეხით შორს გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ ბორხა მაიორალს გაარტყა. პირველი შთაბეჭდილება ისეთი შეიქმნა, რომ „ხეტაფეს“ ფეხბურთელმა ბურთი მიიღო და ცარიელ კარში გოლი...









