მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები ანტუან გრიზმანის მაისურებს წვავენ და ფრანგი ფორვარდის მისამართით სხვადსხვა ფორმით უპატივცემულობას გამოხატავენ. კვირას, დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა და მოიგო კიდეც – ალვარო მორატას ერთდერთი გოლით „ხეტაფესთან“. „ვანდა მეტროპოლიტანოსთან“ მისადგომებთან გრიზმანის „ვარსკვლავი“ განთავსებული. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი მადრიდელთა ფანები ამ გამოსახულებას უდიერად მოექცნენ – იქაურობა დაანაგვიანეს, ტალახით, ქვებით,...
