მადრიდის „რეალის“ მცველისა და კაპიტნის, სერხიო რამოსის კოვიდტესტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს მოუწევს კაპიტანს უქმობა, მაგრამ 18 აპრილს გუნდს „ხეტაფესთან“ რომ ვერ დაეხმარება, გადაწყვეტილი ამბავია. შეგახსენებთ, რომ რამოსს ტრავმის გამო გასული „ელ კლასიკო“ გაუცდა.
ჭდე: ხეტაფე
სიმეონეს უკან მონსტრებია
„ხეტაფესთან“ (0:0) ვერმოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოს“ საჩემპიონო კონტურები უკვე ბუნდოვანი ჩანს. არადა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დიეგო სიმეონეს გუნდი 13 ქულით უსწრებდა კონკურენტებს. ახლა კი, დაკარგული ქულებით „ბარსელონასთან“ სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა, „რეალთან“ – ექვსი. „ეფექტურობა არ გვეყო. მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა, შეგვეძლო მოგება, მაგრამ მხოლოდ ქულას დავჯერდით. თუმცა, მოგება და ფრე ყოველთვის...
რეალმა ტაქტიკა შეცვალა და იოლად მოიგო
„რეალმა” „ხეტაფეს” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა ტაქტიკური ცვლილებებით მიიპყრო ყურადღება. მადრიდელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მეტოქე გუნდის შეტევებს ფაქტობრივად ხუთი უკანახაზელით ხვდებოდა — ფერლანდ მენდიმ მარცხენა ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ფრანგის ტაქტიკამ გაამართლა. „ხეტაფემ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო მენდიმ დაცვას ხომ არგო და შეტევაშიც გამოიჩინა...
ბარსა და სოტო გრადო
ხუთშაბათს, „ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასზე „კორნელას” სტუმრობს. ამ შეხვედრის მსაჯად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სესარ სოტო გრადო დანიშნა. ეს გახლავთ რეფერი, რომელიც მიმდინარე სეზონში „ბარსას” ორ შეხვედრას მოემსახურა და ორივე მატჩი კატალონიელებისთვის სავალალოდ დასრულდა. პირველი თამაში, რომელშიც სოტო გრადოსა და „ბლაუგრანას” გზები გადაიკვეთა, 2020 წლის 17 ნოემბერს გაიმართა (რონალდ კუმანის გუნდს „ხეტაფემ” მოუგო 1:0), სამი კვირის...
კუმანის პირველი მარცხი
„ბარსელონამ” რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველად წააგო — შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდში, სტადიონ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე”, „ხეტაფეს” თავდამსხმელმა ხაიმე მატამ პენალტით გაიტანა. ანგარიში ანგარიშად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის იყო, რომ „ბლაუგრანამ” მისთვის სასურველ თამაშის რიტმს ვერა და ვერ მიაღწია. „ბარსელონას” შემადგენლობაში თვალშისაცემი იყო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, პედრის მხარდამხარ, პირველად ითამაშა ოსმან დემბელემ, ხოლო დაცვის მარცხენა...
კიდევ ერთი მადრიდული
„რეალმა” მოიგო. ამჯერად „ხეტაფე” დაამარცხა — 1:0. ახლა მადრიდელები ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე „ბარსელონას” 4 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ „ბარსამ” ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი ფრე ითამაშა და ლიდერობა დაკარგა. ყოველთვის საინტერესოა, როგორ აფასებს „თეთრების” შეხვედრას კატალონიური პრესა, რომელიც დედაქალაქელთა ყოველ ქულას ტრადიციულად „მიკროსკოპში ატარებს”. ამჯერად, პრო-ბარსელონური მედია წერს, რომ „რეალისა” და „ხეტაფეს” შეხვედრა ლიდერისთვის...
რეალი ყველაფერს აპროტესტებს
მადრიდის რეალი ყველაფრით უკმაყოფილოა. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც „სამეფო კლუბი“ განმეორებითი მატჩის ჩატარება „მან. სიტისთან“ ნეიტრალურ მოედანზე სურს. მადრიდელებს აგვისტოში ინგლისში გაფრენა არ სურთ და მიზეზად „ნისლიან ალბიონზე“ ცუდი ეპიდემიური გარემო მოჰყავთ. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვით ხსნის. 26 თებერვალს „რეალი“ შინაურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სიტისთან“ 1:2 დამარცხდა. მეორე პროტესტი ლა ლიგას...
ვალენსია და ხეტაფე ესპანეთის წინააღმდეგ
რამდენიმე დღის წინ ესპანეთში ითქვა, ლა ლიგა თუ ვერ გაგრძელდება, ევროტურნირებზე გუნდები მიმდინარე ცხრილის მიხედვით გავლენო. „ვალენსიამ“ კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სწორედ ამის გამო, შესაძლოა, უეფაში უჩივლოს – ღამურები მიიჩნევენ, რომ ფედერაცია უსამართლოდ ექცევათ… ანუ, ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონა“, „რეალი“, „სევილია“ და „სოსიედადი“, ხოლო ევროპა ლიგაზე – „ატლეტიკო“ და „ხეტაფე“. „ვალენსია“ მეშვიდე ადგილზეა, წინ კი 11...
იტალიელებმა უეფა იუარეს
მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის თასზე ორი იტალიურ-ესპანური მერვედფინალი ჩამოყალიბდა. „რომა“-„სევილიას“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ პირველი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაუქმების გამო გადაიდო. უეფამ გამოსავლის ძებნისას ასეთი ვარიანტიც მოიაზრა: თუ იტალიელები თავად იყტვიან უარს ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე, დანარჩენი ბადის გამართვა და ჩამთავრება თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ შესაძლებელი იქნება.. უეფა დაუკავშირდა „რომასა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ დაუყოვნებლივი უარი მიიღო. ამ...
რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?
გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი...









