„ხეტაფესთან“ (0:0) ვერმოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოს“ საჩემპიონო კონტურები უკვე ბუნდოვანი ჩანს. არადა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დიეგო სიმეონეს გუნდი 13 ქულით უსწრებდა კონკურენტებს. ახლა კი, დაკარგული ქულებით „ბარსელონასთან“ სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა, „რეალთან“ – ექვსი.
„ეფექტურობა არ გვეყო. მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა, შეგვეძლო მოგება, მაგრამ მხოლოდ ქულას დავჯერდით. თუმცა, მოგება და ფრე ყოველთვის დადებითი შედეგია. ამიტომ ვთვლი, რომ უკან კი არა, წინ მივდივართ. ჩვენს უკან ორი მონსტრია, რომლებიც სეზონის ბოლომდე მარცხს არ შეეგუებიან. მთელი სეზონის დიდი ნაწილი ცხრილში პირველები ვართ, ბოლომდე კი, ძალიან ცოტა დარჩა. ეს უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა სიმეონემ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
