ჭდე: დიეგო სიმეონე

Home დიეგო სიმეონე
თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება
ჩანაწერი

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის...

ატლეტიკოს ახალი სიმეონე…
ჩანაწერი

ატლეტიკოს ახალი სიმეონე…

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელ მწვრთნელთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ სიმეონე პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ოპტიმალურ კანდიდატად რჩება. ამ პოზიციას იზიარებენ „ატლეტიკოს“  პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. სიმეონე...

სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა
ჩანაწერი

სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა

„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე. ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა,...

სიმეონემ წელი შეაჯამა
ჩანაწერი

სიმეონემ წელი შეაჯამა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2023 წელს გუნდის გამოსვლა შეაჯამა. „ძალიან კარგი წელი გვქონდა. 50 მატჩში  მხოლოდ რვაჯერ წავაგეთ, 34-ჯერ მოვიგეთ და 104 გოლი გავიტანეთ. ასე რომ, წელი, დეკემბრიდან დეკემბრამდე, ძალიან კარგი გამოდგა“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca. ამ დროისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მესამე ადგილზეა.

სიმეონე მადრიდით დაიღალა
ჩანაწერი

სიმეონე მადრიდით დაიღალა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა. „მინდა ვიყო გულწრფელი: რთულია ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა და მაინც სიამოვნების მიღება მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშის გაუმჯობესება. თუმცა, ადვილი არ არის „ატლეტიკოს“ დახმარება ევროპაში ყოველწლიურად წინსვლაში“, – თქვა დიეგო სიმეონემ. სიმეონე მადრიდის...

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში
ჩანაწერი

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში

„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...

დიეგო სიმეონე: საკითხი გაცილებით ფართოა
ჩანაწერი

დიეგო სიმეონე: საკითხი გაცილებით ფართოა

მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელმა, არგენტინელმა დიეგო სიმეონემ ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებულ სკანდალზე თავისი აზრი გამოთქვა. მოგეხსენებათ, კვირას „მესტალიაზე” „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის დროს მადრიდელთა ბრაზილიელ გარემარბს ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ბუნებრივია, მომხდარს საგანგებო გამოხმაურება საკუთრივ ესპანეთში მოჰყვა. „ბარსელონას” მწვრთნელმა ჩავიმ საკითხს ფართოდ შეხედა და საფეხბურთო კულტურის სხვა სიმაღლეზე აყვანა მოითხოვა. მან თქვა, რომ...

ლიუს ენრიკე და ატლეტიკო
ჩანაწერი

ლიუს ენრიკე და ატლეტიკო

მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს. მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება. ამასობაში,...

გამოსყიდული
ჩანაწერი

გამოსყიდული

ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. მადრიდულმა კლუბმა ის „ბარსელონასგან“ გამოისყიდა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ 31 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20+4 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გადავიდა 126 მილიონ ევროდ 2019 წლის ზაფხულში. მიმდინარე სეზონში კი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მინდორზე მე-60 წუთიდან გადიოდა. საქმე...

სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია
ჩანაწერი

სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია

დიეგო სიმეონე კარლო ანჩელოტის ჩაეხუტა „ატლეტიკო“-„რეალის“ მატჩის (1:0) მერე. სიმეონემ აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ გარანტირებული არ აქვს, მაგრამ დერბიში მოგებამ ძალიან გაახარა: „ ანჩელოტით აღტაცებული ვარ, განსაკუთრებით კი მისი თვისებით, როცა ერთნაირად იქცევა მოგებისა და წაგების შემდეგ. ისე, სხვა მწვრთნელებსაც გულითადად ვესაუბრები: ბორდალასს, მარსელინოს. … „რეალთან“ ბევრი მომენტი გვქონდა თამაში უნდა...