ჭდე: დიეგო სიმეონე

Home დიეგო სიმეონე
ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?
ჩანაწერი

ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?

მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული. „რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“. ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა...

პროვოკაციები იცოცხლე, იქნება
ჩანაწერი

პროვოკაციები იცოცხლე, იქნება

პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მეტოქის ხრიკებს არ აჰყვნენ და ნერვები მოთოკონ. სამშაბათს „სიტიმ“ „მატრასების მკერავებს“ შინ მოუგო 1:0. გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა. მანამდე ორიოდ წუთით ადრე კი მოედანზე შევიდა ჯეკ გრილიში, რომელსაც ესპანელმა სტუმრებმა რამდენჯერმე უთავაზეს. ერთ ეპიზოდში, როდესაც გრილიში წაიქცა, ანხელ კოერამ მას ბურთი...

თავისუფლები: დიბალა და დი მარია
ჩანაწერი

თავისუფლები: დიბალა და დი მარია

ამ სეზონის ბოლოს პაულო დიბალა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ანუ, ნებისმიერ კლუბს მისი დამატება მუქთად შეეძლება. მის შემცვლელად კი ტურინელებს პაულოს თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი შუახაზელი ანხელ დი მარია შეუგულებიათ. 34 წლის დი მარიას პარიზელებთან კონტრაქტსაც ყავლი წლეულს 30 ივნისს გასდის და ისიც თავსუფალი აგენტი გახდება. დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში...

126 მილიონი ათამაშდა
ჩანაწერი

126 მილიონი ათამაშდა

ჟოაო ფელიში ათამაშდა. პორტუგალიელმა ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „ატლეტიკომ“ 3:1 მოუგო „კადისს“ და ლა ლიგაში მეოთხე ადგილი გაიმყარა. 126-მილიონიანი ჟოაო ათამაშდა და შესაბამისად, „ატლეტიკო“ სხვა გუნდი გახდა. ბოლო შეხვედრებში დიეგო სიმეონეს გუნდი ფორმაში შევიდა და ვნახოთ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაში რას იზამს. შინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მანკუნიანელები ისეთ დღეში არიან, რომ ესპანელების...

ტრიპიერი: სიმეონემ ატლეტიკოში დილა მშვიდობისა აკრძალა
ჩანაწერი

ტრიპიერი: სიმეონემ ატლეტიკოში დილა მშვიდობისა აკრძალა

კიერან ტრიპიერმა პოდკასტში True Geordie თქვა, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ფეხბურთელებისთვის „დილა მშვიდობისა“-ს თქმა აკრძალული ჰქონდა. ინგლისის ნაკრების მცველი, რომელიც ამ ზამთარს „ვანდა მეტროპოლიტანოდან“ „სენტ ჯეიმსის პარკზე“ ანუ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდა, „ატლეტების“ შემადგენლობაში ორწელიწადნახევარი გამოდიოდა. 2021 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საჩემპიონო სეზონში ტრიპიერმა სასტარტო შემადგენლობაში ოცდარვაჯერ ითამაშა და 6 საგოლე პასი შეასრულა. „შარშან,...

სხვა ატლეტიკო
ჩანაწერი

სხვა ატლეტიკო

„ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. „როხიბლანკოს” ჩემპიონობის იმედი უკვე გადაეწურა, ფაქტია, რომ მადრიდელები ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ, თუმცა წუხელ, სტუმრად „ბეტისის” 3:1 დამარცხება იმედისმომცემი გამოდგა. „ატლეტებისგან” გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა და თომას ლემარმა. ფელიქსმა ორი შეაგდო. „ბეტისის” გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე კრისტიან ტელომ გაიტანა...

სიმეონემ განსაკუთრებით ერთი გამოყო
ჩანაწერი

სიმეონემ განსაკუთრებით ერთი გამოყო

ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“  პამპლონაში „ოსასუნას“ 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ნახევარმცველის, ლეგენდარული ესპანელი გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს ძმის შვილიშვილის მარკოს ლორენტეს თამაში აღნიშნა. „თეთრ-წითლებმა“ წინა ტურში „ლევანტესთან“ 0:1 წააგეს, ასე რომ „ოსასუნასთან“ გამარჯვება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა, ლუის სუარესმა და ანხელ კორეამ. მომდევნო კვირაში „ატლეტები“ გამოკეთებული გუნებ-განწყობით ჩემპიონთა ლიგაში...

ატლეტიკოს საქმე უკან მიდის
ჩანაწერი

ატლეტიკოს საქმე უკან მიდის

ასეც ხდება: ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“ შინ „ლევანტესთან“ წააგო 0:1. „თეთრ-წითლები“ ლა ლიგის აუტსაიდერთან მოედანზე იმ იმედით გავიდნენ, რომ „ალავესთან“ დრამატულ გამარჯვებას (4:3) მორიგ მოგებას მიაყოლებდნენ, მაგრამ ხახამშრალი დარჩნენ. როგორც ჩანს, ამიერიდან მადრიდელებს ოთხეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლა მოუწევთ. მასპინძელთა კარში შეხვედრის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გონსალო მელერომ გაიტანა. დიეგო სიმეონეს გუნდი ახლა მეხუთე ადგილზეა. მას და...

გიჟური თამაში და მოკრძალებული მიზანი
ჩანაწერი

გიჟური თამაში და მოკრძალებული მიზანი

დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ ფანებს გამოუცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ. „როხიბლანკომ“ „ხეტაფეს“ დრამატულ შეხვედრაში 4:3 მოუგო. ეს იყო გიჟური მატჩი, რომლის პირველ ტაიმში ექვსი გოლი გავიდა და ლუის სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა. „ატლეტიკო“ ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, 45+4 წუთზე გაქვითა, საბოლოოდ კი მოიგო. „მატრასების მკერავებმა“ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს....

ინერვიულეს და მოიგეს
ჩანაწერი

ინერვიულეს და მოიგეს

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:2 მოიგო. ანგარიში იანიკ კარასკომ მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ ორ წუთში ჟორდი ალბამ საოცარი სილამაზის შეუჩერებელი დარტყმით გაქვითა. 21-ე წუთზე გავიმ ახალწვეული ადამა ტრაორეს ჩაწოდებულ ბურთს მადრიდელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი, 43-ზე კი ჟერარდ პიკეს თავური ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთი რონალდ არაუხომ იხელთა და ბადეში გაგზავნა. პირველი...