ამ სეზონის ბოლოს პაულო დიბალა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ანუ, ნებისმიერ კლუბს მისი დამატება მუქთად შეეძლება. მის შემცვლელად კი ტურინელებს პაულოს თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი შუახაზელი ანხელ დი მარია შეუგულებიათ.
34 წლის დი მარიას პარიზელებთან კონტრაქტსაც ყავლი წლეულს 30 ივნისს გასდის და ისიც თავსუფალი აგენტი გახდება. დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი ანხელმა 20 შეხვედრა გამართა, სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბოლო დროს ისიც უკმაყოფილო გახლდათ კლუბში სათამაშო დროის სიმცირით. დიბალას მომავალს კი „ატლეტიკოს“ უკავშირებენ. მადრიდელთა დამრიგებელი, დიეგო სიმეონეც ხომ არგენტინელია.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
