ჭდე: პაოლო დიბალა

Home პაოლო დიბალა
კვარა – სექტემბრის MVP
ჩანაწერი

კვარა – სექტემბრის MVP

სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საქართელოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერს ჯილდო 26 ოქტომბერს, „ლეჩესთან“ მატჩამდე „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გადაეცემა. გულშემატკივრების გამოკითხვაში კვარამ ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო„), დიმარკოსა („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა. კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს...

გული მწყდება დიბალაზე…
ჩანაწერი

გული მწყდება დიბალაზე…

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნახევარმცველ პაულო დიბალას 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამოუძახებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელებმა ტურნირის ფინალში კოლუმბიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი კი 112-ე წუთზე თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. „დიბალა ჩემთვის განსაკუთრებული ბიჭი იყო და გული მწყდება, რომ ტურნირზე ვერ წავიყვანე”. დიბალამ გასული სეზონი „რომაში“ გაატარა. მის ანგარიშზე 39 მატჩი, 16 გატანილი...

დიბალა გადედაქალაქელდა
ჩანაწერი

დიბალა გადედაქალაქელდა

„რომა“ უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხდებს პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. 28 წლის არგენტინელი რომაელებთან ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ყოფილი იუვენტუსელის ხელფასი დედაქალაქურ კლუბში წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1,5 მილიონი ბონუსის სახით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ივლისს დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. დიბალას...

თავისუფლები: დიბალა და დი მარია
ჩანაწერი

თავისუფლები: დიბალა და დი მარია

ამ სეზონის ბოლოს პაულო დიბალა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ანუ, ნებისმიერ კლუბს მისი დამატება მუქთად შეეძლება. მის შემცვლელად კი ტურინელებს პაულოს თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი შუახაზელი ანხელ დი მარია შეუგულებიათ. 34 წლის დი მარიას პარიზელებთან კონტრაქტსაც ყავლი წლეულს 30 ივნისს გასდის და ისიც თავსუფალი აგენტი გახდება. დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში...

ჩანაწერი

რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?

ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...

დიბალა ლიონთან იომებს
ჩანაწერი

დიბალა ლიონთან იომებს

ივლისის ბოლოს მიღებულმა თეძოს ტრამვამ არგრნტინელი პაოლო დიბალას საჩემპიონთალიგო პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. მისთვის და „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბის გასახარად, მკურნალობის პროცესმა მოსალოდნელზე მალე ჩაიარა. უკვე შაბათს დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და 7 ივლისს „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური შეხვედრის განაცხადში იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს.

სარი: რაკი ჩემი ხელმძღვანელობით მოიგეთ, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილხართ
ჩანაწერი

სარი: რაკი ჩემი ხელმძღვანელობით მოიგეთ, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილხართ

მაურიციო სარიმ „იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახადა. მისთვის ეს იყო ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წარმატება, პირველი ტიტული. კიდევ, სარი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, ვისაც სკუდეტო მოუპოვებია — ის 61 წლისა და 6 თვისაა. მანამდე კი მას დიდი ჯილდო „ჩელსისთან” ერთად ჰქონდა მოგებული — 2019 წლის გაზაფხულზე დასავლეთლონდონელების თავკაცის რანგში ევროლიგაში გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, მაურიციო სარი...

დიბალა ქუჩაში გავა!
ჩანაწერი

დიბალა ქუჩაში გავა!

„იუვენტუსმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ არგენტინელი პაოლო დიბალა, რომელიც ოთხჯერ ეგონათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, მაგრამ ტესტმა ოთხივეჯერ დადებითი აჩვენა, ბოლოს და ბოლოს განიკურნა. 26 წლის ვარსკვლავს დაავადება ექვსი კვირის წინ შეეყარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიბალა მეგობარ გოგონასთან, ორიანა საბატინასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახლა კი შეუძლია ქუჩაში გავიდეს. „იუვენტუსი” წერს: „ამჯერად მოთამაშემ ორჯერადი ტესტირება გაიარა და ორივე...