„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად. აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება...
Author: გიორგი ნოზაძე
დანი ალვეში – თავნება გენიოსი
ჩავიმ „ბარსელონაში“ დანიშვნის შემდეგ პირობათა შორის გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაც წამოაყენა, რომელმაც, მისი აზრით, ახალგაზრდა თაობასთან უნდა იმუშაოს. დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება. ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით,...
ლემპარდს ლესტერი უნდა
ბრიტანული მედია წერს, რომ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ფრენკ ლემპარდი კარიერის ინგლისურ პრემიერლიგაშივე გაგრძელებას იმედოვნებს. საუკეთესო ვარიანტში, მას ამის შანსი სეზონის დასრულებამდე მიეცემა. ლემპარდი მზადაა, ჩაიბაროს „ლესტერი“, თუკი გუნდს ბრენდან როჯერსი დატოვებს. ამ უკანასკნელის გვარმა მაშინ გაიჟღერა, როცა „მანჩესტერში“ ოლე-გუნარ სულშერის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ჯერჯერობით, როჯერსით სულშერის ჩანაცვლება მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ლემპარდს „ლესტერის“ ვარიანტი იმდენად ხიბლავს,...
ვინ არის ადეიემი?
ეს 19 წლის ყმაწვილი ჯერჯერობით ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკვე ამ ზამთარს გამოიცვლის სამუშაო ადგილს. გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში „ზალცბურგს“ 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი „დორტმუნდია“. ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს. მართალია,...
პსჟ ნეიმარს ყიდის
კლუბიდან გამოსული ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა. ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი. ფაქტია, რომ ნეიმარმა პსჟ ევროპულ მწვერვალზე ვერ აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური „ბარსელონაა“....
კვარაცხელიამ მილიონით აზარალა
გასულ კვირაში რუსული „ბეთსიტის“ კლიენტმა ქართველი ნახევარმცველის წყალობით მილიონი წააგო. მისი ფსონი 1 000 500 რუბლი იყო, ექსპრეს ბილეთში კი 5 მატჩი იყო შეტანილი: 1. რუსეთი-კვიპროსი 1 (1,14). 2. მალტა-ხორვატია X2 (1,12). 3. ირლანდია-პორტუგალია X2 (1,15). 4. საბერძნეთი-ესპანეთი X2 (1,16). 5. საქართველო-შვედეთი X2 (1,16). თუ გახსოვთ, პირველი ოთხი შეხვედრა სწორედ ისე დასრულდა, როგორც მოთამაშემ ივარაუდა,...
ჩავის პირველი მსხვერპლი
„ბარსელონას“ ფრანგი ნახევარმცველი უსმან დემბელე პირველია, ვინც ჩავის მიერ შემოღებული ახალი წესების გამო ფინანსურად იზარალებს. მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, თუმცა თანხა არ გაჟღერებულა. „ბარსელონას“ დილის ვარჯიში 8.30 საათზე იყო დანიშნული, დემბელე კი 8.33 საათზე გამოცხადდა. ჩავისთვის, რომელიც ყველგან და ყოველთვის პუნქტუალურობის მომხრეა, სამი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სანქციების ასამოქმედებლად. ამით ჩავიმ ისიც მიანიშნა, რომ...
ხვიჩა ნაპოლიში მინდა
ჯანლუკა დი მარციო Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი და საკმაოდ წონადი ფიგურაა. მან ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც ერთი ქვეთავი საქართველოს ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. „კვარაცხელია 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ის მარცხენა ნახევარმცველია, არ განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს და ფლობს დარტყმას, რომელიც მოსწონს პუბლიკას. იცის, როგორ ითამაშოს მნიშვნელოვან შეხვედრებში, 183 სანტიმეტრი სიმაღლის...
ინგლისმა საუთგეიტს გერმანიაც დაავალა
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, კონტრაქტი გაუგრძელოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეითს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდეა გათვლილი. ახალი ხელშეკრულებით კი საუთგეითი ნაკრებს 2024 წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს. საუთგეითი ინგლისის ნაკრებს 2016 წლის ნოემბრიდან თავკაცობს, იქამდე კი 4 შეხვედრის განმავლობაში მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. მან 2018 წელს გუნდი მონდიალის ნახევარფინალში, 2020...
რეალი: პოგბა ძალაშია
მადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება პოლ პოგბასთან დაკავშირებულ პროცესებს. 28 წლის ფრანგი სულაც არაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი. მის კონტრაქტს ვადა 2022 წლია ზაფხულში ეწურება და თუ უახლოეს მომავალში „მანჩესტერი“ ახალზე ვერ დაიყოლიებს, სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ეს ხელს აძლევს მადრიდულ გრანდს, თუმცა პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი ძვირი დაჯდება. ჯერ ერთი, თავად ფრანგი ითხოვს...









