Author: გიორგი ნოზაძე

Home გიორგი ნოზაძე
ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები
ჩანაწერი

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები

თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება… ფრეა… მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს… შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე და „შტანგები დავუღუნეთ, მაგრამ არ შევიდა“-მდეც არ ვართ შორს. თან იტალიებთან და საფრანგეთებთან კი არა –...

არმაზიდან კარლაილამდე
ჩანაწერი

არმაზიდან კარლაილამდე

ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან… წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და “ბარსაზე” გიჟდებიან… „რეალს“ ფანობენ… „ბაიერნზე“ ეკეტებათ… მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია… შენ წადი, მცხეთის „არმაზზე“ ნოემბერში ან თებერვალში. წვიმაში და ქარში. გორში წადი… ბოლნისში… ზუგდიდში… სამტრედიაში… საკუთარ თავზე...

რევანში ერევანში
ჩანაწერი

რევანში ერევანში

ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ...

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ჩანაწერი

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ!...

საბონისმა რა ჰქმნა
ჩანაწერი

საბონისმა რა ჰქმნა

1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკ-ა კაუნასის “ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის...