შვეიცარიაში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს და მამაკაცთა შორის ტიტული მეუთვალავჯერ ერგო 36 წლის როჯერ ფედერერს, ვინაც წელს ორი „დიდი მუზარადი“ მოინადირა. კარიერის მანძილზე „მხიარულ როჯერს“ 19 „მუზარადი“ მოჰგროვებია და უფრო მეტი „მასტერსის“ ტიტული, მაგრამ უპრინციპულეს მეტოქესთან, 31 წლის რაფაელ ნადალთან ანგარიშში 15:23 მარცხდება. ეს იმის მიუხედავად, რომ წელს როჯერმა ოთხიდან ოთხჯერვე მიჩოგნა. ეტყობა, ამიტომაც იყო,...
Author: გიორგი ნოზაძე
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...
სურენ, ძმა…
ვალიკო მიზანდარისა და რუბიკ ხაჩიკიანის არ იყოს, ქართულ-სომხური ძმობის ამბავს ფეხბურთშიც ვხედავთ. საქართველოს ნაკრების თამაშებს სომეხ მსაჯთა ბრიგადა უძღვება, ხოლო სომხებისას ქართველები. აბა რა გასაკვირი ისაა, მსაჯებს ამხანაგურ შეხვედრებზე მეზობელი ქვეყნიდან თუ იწვევ (ამხანაგური მატჩებისას მათი შერჩევა მასპინძლის პრეროგატივაა). მაგრამ რატომ მაინცდამაინც სომეხი მსაჯები? იმიტომ, რომ სამაგიეროდ ისინი ჩვენებს იწვევენ? რა, სამსაჯო ბარტერია? საჭიროდ უსტვენენ...
გაისტუმრეთ ვალი!
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის...
გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა… ხშირად ერთი არასწორი...
ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ
სატესტო შეჯახებაში აშშ-ის ნაკრების ძლევამ გული კი მოგვფხანა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელებს ტიტულებით ბევრი ვერ დაეტოლება. იყო დრო, როცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა და მაშინ ამ სახეობაში ჰეგემონი სწორედ აშშ იყო. 1920 წელს ამერიკის სარაგბო ნაკრები ჩემპიონი ბელგიურ ანტვერპენში გახდა და ტიტული ოთხი წლის შემდეგ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დაიცვა… არაფერს ვაჭარბებთ, მაგრამ...
გლადიატორები
აღარ ვაკაკუნებთ! ვაბრახუნებთ! გაგვიღეთ ექვსი ერი! მეტი რა ვქნათ? ვიღას მოვუგოთ, რომ რაგბის მამებმა დააფასონ ქართველების წვლილი საერთაშორისო რაგბში?! სწორედაც წვლილი, რადგან სხვებისთვის თუ ეს პროფესიაა, ჩვენი ბიჭებისთვის უკვე ცხოვრების წესია. აშშ მაგარი გუნდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სულ რეიტინგის ოცეულშია, მეორე ტაიმში მოგვეძალა, მაგრამ ვერკი გვძლია. მეთექვსმეტე მოთამაშესაც მადლობა – თითქმის სავსე „მიხეილ მესხმა“ ჩვენს...
ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას: – ფეხბურთის თამაში...
წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია,...
პატარა გენიოსი
1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა. თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ… უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი… მერე „დინამო“… მერე „ზაარბრუკენი“… მერე „ბოკა“… მერე „სიტი“… მერე კანტონა, ის და ჟინოლა...









