მსოფლიოს ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი უკვე მოასწრო ისეთი რამის თქმა, რაც ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის კი სახალისო გამონათქვამთა შორის შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს.
ბრაზილიურ CazéTV- თან ინტერვიუში ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ დისკუსიის პროცესში მუნდიალის 64 გუნდამდე გაზრდის ვარიანტიც კი განიხილებოდა და სწორედ ამ დროს იხუმრა:
„ჩვენ გუნდების რაოდენობის 64-მდე გაზრდაზეც ვმსჯელობდით. გვინდოდა საფეხბურთო სამყარო კიდევ უფრო ფართოდ ჩაგვერთო პროცესში, მაგრამ ჯერჯერობით გადავწყვიტეთ 48-ზე გავჩერებულიყავით. 64 გუნდში შეიძლება იტალიაც კი მოხვედრილიყო. ვინ იცის, იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატი ოდესმე 228-მდეც კი გავზარდოთ“.
ფიფას პრეზიდენტის ხუმრობა იტალიაში არ მოეწონათ. მავანმა პარლამენტარმა გაეტანო ამატომ თქვა: „პირველები, ვისაც ჩვენი ეროვნული გუნდის დაღმასვლისა გვრცხვენია თავად ჩვენ ვართ. ინფანტინოს უტაქტო ხუმრობა კი არავის სჭირდება. ასეთი საქციელი იმ ადამიანისგან, რომელიც საფეხბურთო სამყაროს წარმოადგენს – მათ შორის იტალიასაც – მეტად მდაბიურია. ის ბარში შესული უბრალო გულშემატკივარი კი არა, ფიფას პრეზიდენტია და ეს თანამდებობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითაც მოიპოვა. ინფანტინო ვალდებულია გამოამჟღავნოს პატივისცემა, იყოს გაწონასწორებული და იგრძნოს პასუხისმგებლობა“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
