„კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრების სპორტული დირექტორის თანამდებობის დატოვებისა და იმ ამბიციური პროექტის შესახებ ილაპარაკა, რომელიც ვერ განხორციელდა. მალდინი თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევდა ნაკრებისთვის ისეთი თავკაცის პოვნას, რომელიც იტალიურ ფეხბურთს გარდაქმნიდა. მას ასეთად პეპ გვარდიოლა ეგულებოდა. ლეგენდარული იტალიელი ამბობს, რომ ის ძალიან ახლოს იყო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის დაყოლიებასთან. „ჩვენ...
ჭდე: იტალიის ნაკრები
პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
20 წლის წინ ანდრეა პირლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი მკლავების დაკაპიწება და „სკუადრა აძურას“ კრიზისიდან ამოყვანა მოუწევს ― კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას უარის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ეროვნული გუნდის გაძღოლა ყოფილი ნახევარმცველისთვის მიენდო. პირლომ ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე თანაგუნდელი ჯენარო გატუზო შეცვალა. ბოლოხანს იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ფედერაციის მთავარი სამიზნე...
იტალიას კარლო უნდა, პეპს – ფული
ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა აპრილში დატოვა. მას მერე „სკუადრა აძურა“ თავკაცის გარეშეა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩენილი გუნდისთვის ახალ თავკაცს ეძებს. რამდენიმე დღის წინ ჯოვანი მალაგომ, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად 22 ივნისს აირჩიეს, თქვა, რომ მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლასთან აწარმოებს. იტალიელები არ მალავენ, რომ მზად არიან გვარდიოლასთვის გამონაკლისიც კი დაუშვან და...
ინფანტინომ იღლაბუცა
მსოფლიოს ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი უკვე მოასწრო ისეთი რამის თქმა, რაც ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის კი სახალისო გამონათქვამთა შორის შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს. ბრაზილიურ CazéTV- თან ინტერვიუში ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ დისკუსიის პროცესში მუნდიალის 64 გუნდამდე გაზრდის ვარიანტიც კი განიხილებოდა და სწორედ...
გატუზო – იტალიელთა იმედი!
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ ტიტული ბოლოს 2006 წელს მოიგო. მას მერე „სკუადრა აძურამ’’ (2021 წელს) ევროპის ჩემპიონატზე კი გაიმარჯვა, მაგრამ მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ყოფილა – ფინალურ ეტაპზე ვეღარ ხვდებოდა. ახლა საშინელი მდგომარეობის გამოსწორება 2006 წლის ჩემპიონის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით შეუძლია. გატუზო უცნაური მწვრთნელია. მან 12 წელიწადში 10 კლუბი გამოიცვალა. იტალიის ნაკრები 26...
სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელი გახდება
ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს. უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი...
იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ისრაელმა იტალიას უმასპენძლა და 4:5 წააგო. თამაშის ბედი სანდრო ტონალიმ 90+1 წუთზე გადაწყვიტა. ეს იყო ნამდვილი ტრილერი, რომლის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელიმ თავის კარში შეაგდო, მე-40 წუთზე კინმა გაათანაბრა. შესვენების შემდეგ დორ პერეცმა ისევ ისრაელი გაიყვანა წინ. ორ წუთში კვლავ კინმა გაქვითა, ამ გოლიდან 6 წუთში კი მატეო...
იტალიას გატუზო გაწვრთნის
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა: ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ თქვა: „გატუზო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ლურჯი მაისური მისთვის მეორე ტყავია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის შემდეგ შეხვედრებში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ექნება მის მოტივაციას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. კარგად გვესმის რა იმ მიზნის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მინდა მადლობა გადავუხადო გატუზოს იმ მზადყოფნისა და თავდადებისთვის,...
გამოიკვეთა გატუზოს კანდიდატურა
იტალიაში ნაკრების მწვრთნელის ძიება გრძელდება. Sportitalia წერს, რომ ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ხელმძღვანელობდა, „სკუადრა აძურაში’’ ყოფილ თანაგუნდელს ჯენარო გატუზოს შეხვდა და ლუჩანო სპალეტის საქმეების გადაბარებაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, გატუზომდე ფედერაციამ 73 წლის კლაუდიო რანიერის შესთავაზა ნაკრების სათავეში ჩადგომა, მაგრამ „ნაპოლის’’, „ფიორენტინას’’, „ვალენსიას’’, „ატლეტიკოს’’, „ჩელსის’’, „პარმას’’, „იუვენტუსის’’, „რომას’’, „ინეტრის’’ „მონაკოს’’, სხვა მარავალი კლუბისა...
გატუზოც კი ახსენეს
ერთიხანობა ისე ჩანდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის კლაუდიო რანიერი შეცვლიდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ „რომა’’, სადაც რანიერი მთავარ კონსულტანტად მუშაობს, მას მეორე სამსახურის შეთავსების ნებას დართავდა. „რომამ’’ 73 წლის მწვრთნელს ასეთი ნებართვა თითქოს მისცა კიდეც, მაგრამ თავად მწვრთნელმა ბოლოწამს მაინც უარი თქვა. ეს ბევრს გაუკვირდა, ფაქტი კი ფაქტად დარჩა: „სკუადრა აძურა’’...









