იტალიას გატუზო გაწვრთნის

Home კატეგორიის გარეშე იტალიას გატუზო გაწვრთნის
იტალიას გატუზო გაწვრთნის

Head coach Gennaro Gattuso of Hajduk Split gives tactics during a friendly match between Fenerbahce and Hajduk Split at Merkur Arena in Graz, Austria...იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა: ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ თქვა: „გატუზო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ლურჯი მაისური მისთვის მეორე ტყავია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის შემდეგ შეხვედრებში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ექნება მის მოტივაციას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. კარგად გვესმის რა იმ მიზნის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მინდა მადლობა გადავუხადო გატუზოს იმ მზადყოფნისა და თავდადებისთვის, რომლითაც მან ეს გამოწვევა მიიღო’’.

ამრიგად, გატუზო „სკუადრა აძურას’’ მწვრთნელის თანამდებობაზე შეცვლის ლუჩანო სპალეტის, რომელმაც ნაკრები 8 ივნისს მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ დატოვა. გატუზოს წარდგინება შედგება 19 ივნისს რომში, სასტუმრო „პარკო დეი პრინჩიპიში’’.

ნაკრებამდე გატუზომ იმუშავა „სიონში’’, „პალერმოში’’, „ოფი კრეტაში’’, „პიზაში’’, „მილანში’’, „ნაპოლიში’’, „ვალენსიაში’’, „მარსელსა’’ და „ჰაიდუკში’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.