მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ ტიტული ბოლოს 2006 წელს მოიგო. მას მერე „სკუადრა აძურამ’’ (2021 წელს) ევროპის ჩემპიონატზე კი გაიმარჯვა, მაგრამ მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ყოფილა – ფინალურ ეტაპზე ვეღარ ხვდებოდა. ახლა საშინელი მდგომარეობის გამოსწორება 2006 წლის ჩემპიონის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით შეუძლია. გატუზო უცნაური მწვრთნელია. მან 12 წელიწადში 10 კლუბი გამოიცვალა. იტალიის ნაკრები 26...
ჭდე: ჯენარო გატუზო
იტალიას გატუზო გაწვრთნის
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა: ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ თქვა: „გატუზო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ლურჯი მაისური მისთვის მეორე ტყავია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის შემდეგ შეხვედრებში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ექნება მის მოტივაციას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. კარგად გვესმის რა იმ მიზნის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მინდა მადლობა გადავუხადო გატუზოს იმ მზადყოფნისა და თავდადებისთვის,...
გამოიკვეთა გატუზოს კანდიდატურა
იტალიაში ნაკრების მწვრთნელის ძიება გრძელდება. Sportitalia წერს, რომ ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ხელმძღვანელობდა, „სკუადრა აძურაში’’ ყოფილ თანაგუნდელს ჯენარო გატუზოს შეხვდა და ლუჩანო სპალეტის საქმეების გადაბარებაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, გატუზომდე ფედერაციამ 73 წლის კლაუდიო რანიერის შესთავაზა ნაკრების სათავეში ჩადგომა, მაგრამ „ნაპოლის’’, „ფიორენტინას’’, „ვალენსიას’’, „ატლეტიკოს’’, „ჩელსის’’, „პარმას’’, „იუვენტუსის’’, „რომას’’, „ინეტრის’’ „მონაკოს’’, სხვა მარავალი კლუბისა...
გატუზოც კი ახსენეს
ერთიხანობა ისე ჩანდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის კლაუდიო რანიერი შეცვლიდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ „რომა’’, სადაც რანიერი მთავარ კონსულტანტად მუშაობს, მას მეორე სამსახურის შეთავსების ნებას დართავდა. „რომამ’’ 73 წლის მწვრთნელს ასეთი ნებართვა თითქოს მისცა კიდეც, მაგრამ თავად მწვრთნელმა ბოლოწამს მაინც უარი თქვა. ეს ბევრს გაუკვირდა, ფაქტი კი ფაქტად დარჩა: „სკუადრა აძურა’’...
გატუზომ ქველმოქმედებისთვის ფული იშოვა
რას არ გააკეთებს კაცი ქველმოქმედების გამო. „გლაზგო რეინჯერსის’’, „მილანისა’’ და იტალიის ნაკრების ვეტერანმა, „ნაპოლის’’, „ვალენსიას’’, „მარსელის’’ და სხვა გუნდების ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ახლა სპლიტის „ჰაიდუკს’’ უდგას სათავეში, დალაქთან ერთი მისვლით 10 ათასი ევრო იშოვა. ეს იყო აქცია, რომლით მონაგები ფულიც მან სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხა. ჯენარო გატუზომ 22 წლის მანძილზე ნალოლიავები წვერი გაიპარსა. „ღამურებში’’ გიორგი მამარდაშვილის...
გატუზო კვლავ გიჟმაჟობს
ექსცენტრულობით ცნობილმა ჯენარო გატუზომ, რომელიც ხორვატულ „ჰაიდუკს” უდგას სათავეში, პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელს fuck off-ო უთხრა. ეს სლოვაკურ „რუზომბერიკთან” კონფერენციია ლიგის შეხვედრის (0:0) წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოხდა. გატუზო ჟურნალისტების წინაშე „ვესტ ბრომვიჩსა” და „ნოტინგემ ფორესტში” იჯარით ნათამაშევ ფილიპ კროვინოვიჩთან ერთად წარდგა. კროვინოვიჩს ჟურნალისტმა რაღაც ჰკითხა, მაგრამ „მილანის” ლეგენდას ეტყობა საქმის მალე მოთავება ეჩქარებოდა და მოთამაშე არც...
ცუდი გატუზო
„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს: „ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა,...
გატუზოს დის მანქანა მეორედ დაწვეს
გატუზოების ოჯახს კარგი დრო არ უდგას. „მილანში” კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელის, „ვალენსიაში” კი გიორგი მამარდაშვილის ყოფილი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს და იდა კვლავ დააშინეს. ეს მოხდა კოზენცას პროვინციაში, სადაც ის ცხოვრობს. იდა გატუზოს ეგრეთწოდებულ ჯიპს Opel Grand Land-ს ცეცხლი წაუკიდეს. აღსანიშნავია, რომ იმავე ქალბატონის წინა მანქანა Opel Adam 17 ოქტომბერს დაწვეს. ფეხბურთის ვარსკვლავის დას დაახლოებით ასეთი...
გაუყიდეს და არ უყიდეს
გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში დუმილი დაარღვია და „ღამურებთან” მუშაობის დროინდელი ამბები მომოყვა. შარშან, როდესაც იტალიელმა მწვრთნელმა „ვალენსია” ჩაიბარა, გულშემატკივარმა ის შეიყვარა, როგორც ძლიერი და თავდადებული პიროვნება. ვალენსიელ გულშემატკივარს თავად რინოც კარგად იხსენებს. „გულშემატკივრის სიყვარული თავიდანვე შევამჩნიე. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ურთულეს საქმეს მოვკიდე ხელი. ჩემთვის ასეთი დიდი კლუბის...
გატუზო სახლში გაუშვეს
როგორც მოსალოდენელი იყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლა – კლუბმა განცხადება საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა. ბოლო 10 მატჩიდან „ვალენსიამ“ მხოლოდ 2 მოიგო, გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას, ნახევარფინალში დამარცხდა ესპანეთის სუპერთასზე. ესპანური ლა ლიგის გათამაშებაში „ღამურები“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. ვალენსიელთა...









