
იტალიაში ნაკრების მწვრთნელის ძიება გრძელდება. Sportitalia წერს, რომ ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ხელმძღვანელობდა, „სკუადრა აძურაში’’ ყოფილ თანაგუნდელს ჯენარო გატუზოს შეხვდა და ლუჩანო სპალეტის საქმეების გადაბარებაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, გატუზომდე ფედერაციამ 73 წლის კლაუდიო რანიერის შესთავაზა ნაკრების სათავეში ჩადგომა, მაგრამ „ნაპოლის’’, „ფიორენტინას’’, „ვალენსიას’’, „ატლეტიკოს’’, „ჩელსის’’, „პარმას’’, „იუვენტუსის’’, „რომას’’, „ინეტრის’’ „მონაკოს’’, სხვა მარავალი კლუბისა და საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არ ინდომა.
ცნობილი გახდა, რომ ბუფონთან შეხვედრის შემდეგ გატუზოს თვით ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა დაელაპარაკება. ეს საუბარი შესაძლოა დღესაც შედგეს. იტალიურ მედიაში არსებობს განცდა, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და გატუზო თანამდებობას დათანხმდება.
როგორც ამბობენ, „მილანის’’ ყოფილი ვარსკვლავი ნაკრების სათავეში ჩადგომით ძალიან არის დაინტერესებული. თუ მხარეები შეთანხმდებიან, გატუზოს ასისტენტები იქნებიან ყოფილი მცველები ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი.
