იტალიაში ნაკრების მწვრთნელის ძიება გრძელდება. Sportitalia წერს, რომ ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ხელმძღვანელობდა, „სკუადრა აძურაში’’ ყოფილ თანაგუნდელს ჯენარო გატუზოს შეხვდა და ლუჩანო სპალეტის საქმეების გადაბარებაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, გატუზომდე ფედერაციამ 73 წლის კლაუდიო რანიერის შესთავაზა ნაკრების სათავეში ჩადგომა, მაგრამ „ნაპოლის’’, „ფიორენტინას’’, „ვალენსიას’’, „ატლეტიკოს’’, „ჩელსის’’, „პარმას’’, „იუვენტუსის’’, „რომას’’, „ინეტრის’’ „მონაკოს’’, სხვა მარავალი კლუბისა...
ჭდე: კლაუდიო რანიერი
გატუზოც კი ახსენეს
ერთიხანობა ისე ჩანდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის კლაუდიო რანიერი შეცვლიდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ „რომა’’, სადაც რანიერი მთავარ კონსულტანტად მუშაობს, მას მეორე სამსახურის შეთავსების ნებას დართავდა. „რომამ’’ 73 წლის მწვრთნელს ასეთი ნებართვა თითქოს მისცა კიდეც, მაგრამ თავად მწვრთნელმა ბოლოწამს მაინც უარი თქვა. ეს ბევრს გაუკვირდა, ფაქტი კი ფაქტად დარჩა: „სკუადრა აძურა’’...
ყველა გზა პიოლისკენ მიდის
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. დღეს „სკუადრა აძურა’’ მისი ხელმძღვანელობით მოლდოვასაც უმასპინძლებს და ამით დასრულდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გადაწყვიტა ნაკრების პრეს-კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობა აეხსნა. სპალეტის სამსახურიდან გაშვება იტალიური ფეხბურთის შეფებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ შეხვედრაში ნორვეგიასთან 0:3 წაგებამ გადააწყვეტინა. გაჩნდა შიში, რომ „სკუადრა აძურა’’ შეიძლება...
ფიფას სამეული: სამივე ფავორიტია და სამივე აუტსაიდერი
ფიფამ სამი მწვრთნელი შეარჩია: რობერტო მანჩინი, ხოსეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი… ამ სამიდან ერთ-ერთი გახდება 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი. დაჯილდოვება 17 იანვარს გაიმართება ციურიხში. რთულია თქმა, თუ რომელია ფავორიტი (ან რომელი აუტსაიდერი). მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო გვარდიოლას „სიტი“ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა მატჩს იგებს (ეგაა, ის თითო-ოროლა სწორედ რომ გადამწყვეტი თამაშია...
მადლობა უთხრეს და გაუშვეს
თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი „უოტფორდის“ თავკაცობიდან გაუშვეს. ინგლისური კლუბის პატრონებმა თავიანთი გუნდის „ელანდ როუდზე“, „ლიდსთან“ 0:1 მარცხი ვეღარ აიტანეს. არადა, 41 წლის ესპანელი ის კაცია, ვინც „უოტფორდი“ გასულ სეზონში პრემიერლიგაში დააბრუნა. ჩისკოს ბრალად პრემიერლიგის შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება წაუყენეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგადად „უოტფორდის“ შეფებს მწვრთნელების ხშირი ცვლა სჩვევია....
დერბის კაცი
დერბი ყველგან დერბია. არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის პირისპირ ბობოლები დგანან, შედარებით მოკრძალებული გუნდები თუ მაჩანჩალები. ერთი ქალაქის საფეხბურთო გუნდების ჯახი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებიც საგანგებოდ ემზადებიან. არიან მწვრთნელებიც, რომლებმაც იციან თავიანთ გუნდს დერბი როგორ მოაგებინონ. ერთ-ერთი ასეთი უსათუოდ კლაუდიო რანიერია. ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის განსწავლულობა...
რანიერის სპორტი აერია
სულ ერთი თამაშია, რაც „რომაში” კლაუდიო რანიერი დაბრუნდა. იტალიელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად უფრო იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, 8 წელიწადია რაც „ჯალოროსისთან” გაყრილი იყო. „სტადიო ოლიმპიკოზე” მისი კონტრაქტი ჯერჯერობით დროებითია, სეზონის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე იქ წერია, რომ თუ მხარეები საცდელი პერიოდით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება შეიძლება გახანგრძლივდეს. „რომამდე”...






