ჭდე: ჯანლუიჯი ბუფონი

Home ჯანლუიჯი ბუფონი
გამოიკვეთა გატუზოს კანდიდატურა
ჩანაწერი

გამოიკვეთა გატუზოს კანდიდატურა

იტალიაში ნაკრების მწვრთნელის ძიება გრძელდება. Sportitalia წერს, რომ ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ხელმძღვანელობდა, „სკუადრა აძურაში’’ ყოფილ თანაგუნდელს ჯენარო გატუზოს შეხვდა და ლუჩანო სპალეტის საქმეების გადაბარებაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, გატუზომდე ფედერაციამ 73 წლის კლაუდიო რანიერის შესთავაზა ნაკრების სათავეში ჩადგომა, მაგრამ „ნაპოლის’’, „ფიორენტინას’’, „ვალენსიას’’, „ატლეტიკოს’’, „ჩელსის’’, „პარმას’’, „იუვენტუსის’’, „რომას’’, „ინეტრის’’ „მონაკოს’’, სხვა მარავალი კლუბისა [...]

ბოთლების სროლა გასახდელში
ჩანაწერი

ბოთლების სროლა გასახდელში

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორი კაცია ანტონიო კონტე? რა თვისეებით გამოირჩევა? ანდრეა პირლო იგონებს, რომ გაცეცხლებულ ანტონიო კონტეს შესვენებების დროს ბოთლების სროლა უყვარდა. „იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი სიცილით ჰყვებოდა, რომ „მილანიდან” „იუვენტუსში” ახალგადასულმა, არ იცოდა, რომ გასახდელში სახიფათო ადგილებიც არსებობდა. ეს ის ადგილები იყო, სადაც მწვრთნელის მიერ ნასროლი ბოთლები ახდენდა ზღართანს. სახიფათო კუთხეებში მსხდომ ფეხბურთელებს მოქნილობის [...]

ბუფონი: როდესაც რონალდუ, მესი და ნეიმარი წავლენ, კვარა…
ჩანაწერი

ბუფონი: როდესაც რონალდუ, მესი და ნეიმარი წავლენ, კვარა…

მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის” ბოლო შეხვედრას წარმატებული არ ეთქმოდა და ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ამა თუ იმ ვარსკვლავური მოქმედებით გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, იტალიური პრესა წერს, რომ ის კვლავ სერია A-ს გამორჩეულ ფიგურად რჩება, ხოლო გასულ სეზონში მისი „არსაიდან” გამოჩენა უდიდესი სურპრიზი და სენსაცია იყო. საქართველოს ნაკრების გარემარბმა 34 იტალიურ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 13 [...]

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა
ჩანაწერი

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა

დადგა დღე, რომელსაც აღარავინ ელოდა — ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. 45 წლის დიდმა მეკარემ კარიერა „პარმაში” დაიწყო და „პარმაში” დაასრულა, შუალედში კი თამაშობდა „იუვენტუსში” (პირველ ჯერზე 17 წელიწადი), „პარი სენ ჟერმენში” და ისევ „იუვენტუსში”. ბუფონმა იტალიის ნაკრებში ჩაატარა 176 შეხვედრა. ის გახლავთ იტალიის ათგზის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი [...]

იცით, ბოლოს როდის მოიგეს იტალიელებმა?
ჩანაწერი

იცით, ბოლოს როდის მოიგეს იტალიელებმა?

ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშის წინ აღნიშნა, არ დაგავიწყდეთ, იტალიის გუნდებს ეს თასი 1999 წლის მერე არ მოუგიათო. შეგახსენებთ, ევროპა ლიგას 2009 წლამდე უეფას თასი ერქვა … და 1999 წელს „პარმამ“ მოიგო. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი და სხვა ვარსკვლევები თამაშობდნენ მაშინ ალბერტო მალესანის გუნდში… „23 [...]

პირველი გოლი ჯარიმიდან
ჩანაწერი

პირველი გოლი ჯარიმიდან

მას მერე, რაც „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოდან პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო საუცხოოდ შესრულებული დარტყმა ტურინულ დერბიში. „ბებერმა ქალბატონმა” „ტორინოს” 4:1 მოუგო. ევროპული მას-მედია წერს (და თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოზე დააკვირდეთ), რომ რონალდუმ ამჯერად მისთვის ჩვეულ ნატიფ დარტყმას ცოტა მეტი ტრაექტორია დაამატა, ასე ვთქვათ უფრო ჩაახვია, ვიდრე ჩვეულებრივ ახვევს ხოლმე. როგორც მოგახსენეთ, „იუვენტუსმა” [...]

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს
ჩანაწერი

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს

45 წლის თომას ტუხელზე არასდროს უთქვამთ ბუნებით შინაურული კაცია, ფეხბურთელებთან ხუმრობა უყვარს და ყველასთან მეგობრობსო, მაგრამ ფაქტია, „პარი სენ ჟერმენში” სწორედ ამ თვისებებით გაითქვა სახელი. „მაინცისა” და „დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა საფრანგეთის დედაქალაქში ყველა მოხიბლა, ფეხბურთელიცა და კლუბის თანამშრომელიც. „უნაი ემერი რადიკალურად საპირისპირო ხასიათის მქონე კაცმა შეცვალა, — წერს „ეკიპი” კლუბის თანამშრომელთა მონაყოლებზე დაყრდნობით, — დღეს [...]