გატუზოების ოჯახს კარგი დრო არ უდგას. „მილანში” კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელის, „ვალენსიაში” კი გიორგი მამარდაშვილის ყოფილი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს და იდა კვლავ დააშინეს. ეს მოხდა კოზენცას პროვინციაში, სადაც ის ცხოვრობს.
იდა გატუზოს ეგრეთწოდებულ ჯიპს Opel Grand Land-ს ცეცხლი წაუკიდეს. აღსანიშნავია, რომ იმავე ქალბატონის წინა მანქანა Opel Adam 17 ოქტომბერს დაწვეს. ფეხბურთის ვარსკვლავის დას დაახლოებით ასეთი რამ შეემთხვევა რამდენიმე წლის წინაც. სამართალდამცველებმა კვალს ვერ მიაგნეს.
Il Corriere ვარაუდობს, რომ მიზეზი პირადი ხასიათისაა. სხვა სიტყვებით, საქმე უნდა გვქონდეს არა კრიმინალურ სამყაროსთან არამედ იდა გატუზოს ხასიათთან, რომელიც მრავალთა თქმით ფეთქებადია. ქალბატონი გატუზო გახლდათ როსანო კალაბროს მუნიციპალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.
დანაშაულის ადგილზე მივიდნენ მეხანძრეები და კარაბინიერები, რომლებიც გამოძიებას შეუდგნენ. სურათი იგივეა, რაც წინა მანქანის დაწვისას: კორილიანო სკალოში ქალბატონი გატუზოს სახლის ქვეშ გაჩერებულ მანქანას უცნობებმა ბენზინი გადაასხეს და ხეხლი წაუკიდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
