მამარდას პირველი ამხანაგური

მამარდას პირველი ამხანაგური

„ლივერპულმა“ აშშ-ში, ნეშვილის „ჯიოდის პარკზე“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და „სანდერლენდს“ 4:2 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში 67 წუთის განმავლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. მე-13 წუთზე ანგარიში ლივერპულელმა კიერან მორისონმა გახსნა. 28-ე წუთზე ენცო ლე ფემ ცხრიანში დამიზნებული შორეული დარტყმით გაქვითა. შესვენებისას მერსისაიდელებმა ხუთი ფეხბურთელი შეცვალეს, ხოლო სანდერლენდელებმა ათი. 49-ე წუთზე უკრაინელმა ტიმურ ტუტეროვმა „სანდერლენდი“ წინ გაიყვანა, მაგრამ ამით მეტოქის აღმაფრენას წერტილი დაესვა. 56-ე წუთზე მოედანზე ახლშესულმა დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ „წითლებმა“ კიდევ ხუთი ფეხბურთელი, მათ შორის მეკარეც შეცვალეს და შეხვედრის მიწურულს, 72-ე და 85-ე წუთებზე ორი გოლიც შეაგდეს. მათი ავტორები იყვნენ ფედერიკო კიეზა და ლევის კუმასი. შეხვედრის ბედი სობოსლაის თამაშმა გარდატეხა.

liverpoolecho-მ მამარდაშვილის თამაშზე (10-დან 6 ქულა) ასე დაწერა: „1:1-ზე ლე ფეს კარგი დარტყმა აუღო. პირველი გოლის დროს ვერაფერს იზამდა“.  (აქ სავარაუდოდ იგულისხმება, რომ მეორე გოლის ეპიზოდში მეკარეს გუნდის გადარჩენა შეეძლო).

ქართველ გოლკიპერს ასევე 6 დაუწერა „ლივერპულის” ოფიციალურმა გვერდმაც: „მცირე მოქმედებები, რომელთა შესრულებაც მას მოუწია, ფორიაქის გარეშე აკეთა. რაც შეეხება გოლებს, გუნდის გადარჩენის შანსი არც შორიდან დარტყმული პირველი ეპიზოდის დროს ჰქონდა და ვერც ახლოდან დარტყმული მეორე ეპიზოდის დროს შეძლებდა რამეს“.

flashscore-მა მამარდაშვილს 5.9 დაუწერა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.