საგა დასრულდა. „პარი სენ ჟერმენმა“ 19 წლის კოტ დ’ივუარელი იან დიომანდეს ყიდვაზე ოფიციალურად აიღო ხელი. „ლაიფციგის“ გარემარბი „რეალში“ გადავა, რაშიც გერმანული კლუბი დაახლოებით 120 მილიონ ევროს მიიღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში პარიზელები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ბევრ დეტალს მოიცავდა, მაგრამ შაბათს პსჟ-ს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ დიომანდეს ყიდვაზე უარს აცხადებს და შესაბამისად კარტ-ბლანში „რეალს“ დარჩა.
„პარი სენ ჟერმენმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავის პოზიციას განმარტავს: „სატრანსფერო თანხა და ფეხბურთელის ხელფასი, რომლის გადახდაც ჩვენს კლუბს მოთხოვეს იყო სრულიად მიუღებელი და ბაზრის ბალანსს არღვევდა“.

„პარიზიენი“ წერს, რომ ახალი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს არ აქვს სურვილი ამა თუ იმ ფეხბურთელში ასტრონომიული თანხა გადაიხადოს და „რეალთან“ ვაჭრობა განაგრძოს. კლუბის განცხადებაში წერია: „პსჟ მკაცრი ფინანსური მართვისა და დაბალანსებული შემადგენლობის პრინციპებს არ გადაუხვევს“.
პარიზულმა კლუბმა გააკრიტიკა დიომანდეს აგენტებიც, რომელთაც შეთანხმებიდან რამდენიმე კვირაში სიტყვა გატეხეს.
„როგორც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული და ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ ზოგიერთი შუამავლის მანევრებსა და ფეხბურთელების ფასის ზრდაში მონაწილეობას არ მიიღებს. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე თავის სტრატეგიას მშვიდად და მყარად უერთგულებს“, – წერია პსჟ-ს განცხადებაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
