ჯანლუიჯი დონარუმას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ამან მას ბედნიერებაში ხელი ვერ შეუშალა: იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ცოლი მოიყვანა. ჯიჯის და მისი ბავშვობის სიყვარულის ალესია ელეფანტეს ჯვრისწერა იტალიაში, პულიაში, ლოკოროტონდოს წმინდა Madre di San Giorgio Martire-ს ეკლესიაში შედგა. ქორწილში სხვა სტუმრებთან ერთად ფეხბურთელებიც იყვნენ დაპატიჟებულები.
ჯვრისწერამ ყურადღება მიიპყრო სიძე-პატარძლის ჩაცმულობითა და დეკორაციით. ტაძრის შესასვლელთან თავი მოიყარეს ფანებმა.

ქორწილში დაპატიჟებული იყო ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ორი დღით ადრე რიად მაჰრეზთან ერთად სან-ტროპეში ისვენებდა. პაპარაცებმა დააფიქსირეს პეპ გვარდიოლა, მატეო კოვაჩიჩი, სანდრო ტონალი, პაოლო მალდინი და ნიკოლო ბარელა.
საპატიო სტუმართა შორის იყო იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რობერტო მანჩინიც რომლის ხელმძღვანელობითაც „სკუადრა აძურამ“ 2021 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჯიჯი დონარუმას მეუღლე ინტერიერის დიზაინერია. მათ ერთმანეთი 2016 წელს მეკარის მშობლიურ ქალაქში ნეაპოლის მახლობლად კასტელამარე დი სტაბიაში გაიცნეს, როდესაც დონარუმა 17 წლის იყო. 2024 წელს წყვილს გაუჩნდა ვაჟი, ლეო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
