„ბარსელონა“ სეზონს ფრენკი დე იონგის გარეშე დაიწყებს. მას მარჯვენა მუხლის მყესის ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს.
„ფრენკი დე იონგს ჩაუტარდა გამოკვლევა და დადასტურდა, რომ მარჯვენა მუხლზე მყესი აქვს გაწყვეტილი“, – დაწერა ესპანეთის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით ნიდერლანდელი ფეხბურთელი მომდევნო კვირების განმავლობაში მკურნალობას ექიმების ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს, თუმცა ზედამხედველობის სიმკაცრე მის ჯანმრთელობასა და პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
ბოლო დღეებში დე იონგის გამო სოციალურ მედიაში ხმაური იყო. თავად ნახევარმცველს სხვადასხვა ეჭვებსა და ბრალდებებზე მოუხდა პასუხის გაცემა. მან განმარტა, რომ მუხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიზიანა და ფრიად სკანდალური ამბავიც მოყვა:
„პირველი კვლევები ჰოლანდიის ნაკრების ექიმებმა ჩამიტარეს და მითხრეს, რომ ტრავმა უმნიშვნელო იყო. შესაბამისად თუ თამაშს განვაგრძობდი არაფერი დაშავდებოდა“.

ტრავმა რომ სახუმარო არ იყო უკვე მოგვიანებით „ბარსელონას“ ექიმებმა დაადგინეს. თავის განცხადებაში ამას თავად ფეხბურთელიც ადასტურებს: „შვებულებიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაზიანება იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თავიდან ჩანდა“.
საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიდერლანდელმა „ორანიეს“ ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლანდიელები 29 ივნისს მეთექვსმეტედფინალში პენალტებით მაროკომ დაამარცხა.
დე იონგმა გასულ სეზონში, თებერვლიდან აპრილამდე რამდენიმე კვირა მარჯვენა ფეხის ბიცეფსის ტრავმის გამოც გამოტოვა. მაშინ ნახევარმცველი ვარჯიშზე დაშავდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 09:41მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს
მთავარი ამბავი29/10/2026 | 08:18მამარდა – პენალტების გმირი
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
