ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი მონტენეგროსთან 16:18 დათმო.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე თამაში ამ გუნდებმა მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს. იქ ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ჩვენებმა 17:19 დათმეს. სხვაობა ახლაც იგივე გამოვიდა.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა საწყისი სამი მეოთხედი თითო ბურთით წააგეს და მეოთხე მეოთხედს სამბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. მართალია, ბოლო მონაკვეთი უკეთ ჩაატარეს, მაგრამ სხვაობის გაბათილება ვეღარ მოახერხეს.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩი დარჩა – 25 ივლისს ჩვენები ხორვატიასთან ითამაშებენ, რომელმაც თავის მხრივ ესპანეთთან 14:18 წააგო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
