მსოფლიო ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე გადაირია. ლამის არ დარჩა ცნობილი ადამიანი რომლის სახელიც ამ ამერიკელ ფინანსისტთან და არასრულწლოვანთა გამრყვნელთან არ დააკავშირეს. ერთ-ერთი ბოლო ვინც ასეთმა დაკავშირებამ გააბრაზა და სასამართლოში ჩივილს აპირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერია, რომელმაც ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიას „ბაიერნის’’ ლეგენდად შემორჩა. მედიას გაახსენდა, რომ რიბერი 2010 წელს პარიზში სუტენიორობის საქმეზე იყო...
ჭდე: კრიმინალი
ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება გაუხსენეს
არგუმენტებიც ნაცნობია და რიტორიკაც იგივეა, ამ ტიპის საქმეებში ბრალდებულები რომ იყენებენ: გადაცემაში სახელწოდებით Clique აჩვენეს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხებს სცემს. აგვისტოს დასაწყისში ნანტერის პროკურატურამ ო-დე-სენის სასამართლოს სისხლის სამართლის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით განეხილა საქმე გაუპატიურების შესახებ. სავარაუდო დანაშაული 2023 წლის თებერვალში მოხდა. 2023 წლის მარტში 24 წლის...
რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?
„პარიზიენი’’ წერს, რომ საქმე სახუმაროდ არ არის: დიდი შანსია აშრაფ ჰაკიმი 2023 წლის 25 თებერვალს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო მართლა გაასამართლონ. მას 2023 წლის მარტში ქალმა უჩივლა. ის „პარი სენ ჟერმენის’’ ლიდერს ბრალად გაუპატიურებას სდებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბან ნანტერის პროკურატურამ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის საქმის სასამართლოში გადაცემა მოითხოვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ რეალურად გამოძიება...
ჩხუბი იამალის მამას დაუწყია
ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი დაახლოებით ერთი წლის წინ ბარსელონასთან ახლოს ქალაქ მატაროში დაჭრეს. მუნირ ნასრაუი იქ ცხოვრობს. მაშინ მას ბადალონას საავადმყოფოში უმკურნალეს. და აი, გუშინ, პარასკევს, ესპანურ პრესაში, კერძოს „ქრონიკა გლობალში’’ დაიწერა, რომ სასამართლოზე ვითარება შეიცვალა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელის მამა დაზარალებულიდან შეიძლება თავადაც ეჭვმიტანილად გადაიქცეს. ინციდენტი 2024 წლის 18 ივნისს საღამოს 8...
პაჩოს სახლში შეძრომა უნდოდათ
ხვიჩა კვარაცხელიას ეკვადორელი თანაგუნდელი ვილიან პაჩო ნაკრებშია გამოძახებული, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში შინ ვენესუელას და სტუმრად ჩილეს ენდა ეთამაშოს, პარიზის დასავლეთ ნაწილში კი ამასობაში მისი სახლის გატეხვა სცადეს. ვერანდაზე ფანჯარა ჩამტვრეულია, ქურდი კი უკვალოდ გაქრა. პოლიცია პაჩოს შინამოსამსახურემ გამოიძახა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან ცენტრალური მცველი პირველი არ არის ვისი საცხოვრებლებიც პრიზელ ქურდებს მოეწონათ. მათ სხვადასხვა წლებში სერხიო რიკოს,...
პოლიციელებმა პირდაპირ ვარჯიშიდან წაიყვანეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელი ბაზაზე, პირდაპირ საწვრთნელ მოედანზე, თანაგუნდელების თვალწინ დააპატიმრეს. ფეხბურთელები გაკვირვებულები უყურებდნენ პოლიციელებს, რომელთაც ნაკრების წევრი ექვსსაათიან დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ თავიდან ეგონათ, რომ დადგმული შოუს თუ ხუმრობის თვითმხოლველნი იყვნენ. გამოძიებამ ორი ტელეფონი ამოიღო. მათში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების არსებობა შეამოწმეს. დაკითხვის შემდეგ ფეხბურთელი გაუშვეს. ის კლუბში დაბრუნდა და უქმეებზე ფეხბურთის ასოციაციის თასზე თამაშს შეძლებს. როგორც...
ცილისმწამებელს განაჩენი გამოუტანეს
ესპანეთის ქალაქ მალაგის სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა მოდელს, რომელმაც ფეხბურთელ თეო ერნანდესს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. გარდა საპატიმრო ვადისა ცილისმწამებელს მიესაჯა უქვსი თვის განმავლობაში დღეში ათი ევროს გადახდა. ბრალდებულმა პროკურორის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები აღიარა, რითაც სასამართლოს გაურიგდა – მას ციხეში ჯდომა ორი წლით გადაუვადეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში დანაშაულს არ...
პოგბას ძმას პოგბასთვის ფულის გამოძალვისთვის სამი წელი მიესაჯა
პოლ პოგბას ძმას მატიე პოგბას სამწლიანი პატიმრობა და 20 000 ევროს ტოლფასი ჯარიმა მიესაჯა. ის ძმისთვის 11 მილიონი გირვანქის გამოძალვას ცდილობდა. მატიე პოგბა გისოსებს მიღმა არ იჯდება. მას ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ. სამიდან ორი წელი გაუქვითეს, ერთი კი სამაჯურით უნდა გაატაროს. მისი ხუთი თანამზრახველი სასჯელს ჩვეულებრივად მოიხდის. ზოგ მათგანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მატიე პოლიციამ...
სამი მძარცველი დააკავეს
ნეაპოლში დააკავეს სამი კაცი, რომელთაც „ნაპოლის’’ ბრაზილიელ ფეხბურთელს დავიდ ნერეშს 1 სექტემბერს 100 000 ევროიანი საათი წაართვეს. დანაშაული ქალაქის საგამოძიებო სამსახურის კარაბინიერებმა გახსნეს, პროკურატურამ კი დაკავებულებს ბრალი წაუყენა. შეგახსენებთ, რომ ნერეში „მარადონას’’ სტადიონიდან „პარმასთან’’ შეხვედრის (2:1) შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როდესაც საცობში მოხვდა და მძარცველებმაც სწორედ მაშინ ჩაიდინეს დანაშაული. მათ ფეხბურთელს ავტომობილს უკანა შუშა ჩაუმტვრიეს და...
ნარკოტიკები რეალის ფორმაში
იტალიის ქალაქ კამპობასოს ეგრეთწოდებულმა მფრინავმა ჯგუფმა დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 762 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ოპერაცია რკინიგზის სადგურში მას მერე ჩაატარეს, რაც მათთვის კარგად ნაცნობი ნარკომანების საეჭვო გადაადგილებები შეამჩნიეს. პოლიციის თანამშრომლები კარგა ხანს აკვირდებოდნენ ნაცნობ სახეებს. მათ აგრეთვე შეამჩნიეს აპილიის რეგიონის (დედაქალაქი ბარი) 20 წლის მაცხოვრებელი, რომლის შესახებ მათ სავარაუდოდ აგრეთვე ჰქონდათ...









