არგუმენტებიც ნაცნობია და რიტორიკაც იგივეა, ამ ტიპის საქმეებში ბრალდებულები რომ იყენებენ: გადაცემაში სახელწოდებით Clique აჩვენეს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხებს სცემს. აგვისტოს დასაწყისში ნანტერის პროკურატურამ ო-დე-სენის სასამართლოს სისხლის სამართლის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით განეხილა საქმე გაუპატიურების შესახებ. სავარაუდო დანაშაული 2023 წლის თებერვალში მოხდა.
2023 წლის მარტში 24 წლის ქალმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა. დაიწყო გამოძიება. ჰაკიმი პირველივე დღიდან ყველაფერს უარყოფდა.
„ყველაფერი, რაშიც ბრალს მდებენ ტყუილია. ჩემს თავს კარგად ვიცნობ. მსგავსი რაღაც არ გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ, ასე რომ მშვიდად ვარ’’, ― თქვა მაროკოელმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიას 26 წლის მარჯვენა მცველის კარიერაზე გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, მას ჩინებული პერიოდი დაუდგა, „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა ათეულში შევიდა, თუმცა თავად ამბობს, რომ გაუპატიურების ბრალდებამ ვნება მიაყენა.
ჰაკიმი: „ასე შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ეს ჩემი ოჯახისთვის მიყენებული ღრმა ჭრილობაა. პატარა შვილები მყავს, რომელთაც ინტერნეტი და კითხვა ჯერ არ იციან, მაგრამ ერთ დღეს ისინი ამ ისტორიას სადმე აუცილებლად გადააწყდებიან. მე ფეხბურთელი ვარ და ჩვენს თავს ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ჩვენ ხშირად გვეტორღიალებიან ახალგაზრდა ქალები. ფეხბურთის სამყაროში შანტაჟის მოწყობას ბევრი ცდილობს. ასეთ დროს კარგ გარემოცვაში თუ არ ხარ, შეიძლება ასეთ შარში გაეხვიო. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალე. შევცვალე სამეგობროც. ახლა ჩემი წრე ძალიან ცოტა ადამიანისგან შედგება და მე ამ წრეში ახალს არავის ვუშვებ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
