ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი დაახლოებით ერთი წლის წინ ბარსელონასთან ახლოს ქალაქ მატაროში დაჭრეს. მუნირ ნასრაუი იქ ცხოვრობს. მაშინ მას ბადალონას საავადმყოფოში უმკურნალეს. და აი, გუშინ, პარასკევს, ესპანურ პრესაში, კერძოს „ქრონიკა გლობალში’’ დაიწერა, რომ სასამართლოზე ვითარება შეიცვალა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელის მამა დაზარალებულიდან შეიძლება თავადაც ეჭვმიტანილად გადაიქცეს.
ინციდენტი 2024 წლის 18 ივნისს საღამოს 8 საათზე პარკინგზე მოხდა, სადაც მინურ ნასრაუი და მისი რამდენიმე მეგობარი ახალგაზრდათა ჯგუფს საქმის გასარჩევად შეხვდნენ. კონფლიქტი კი დილით დაიწყო, როდესაც ბრალდებულის შვილმა და ძმისშვილმა ფეხბურთელის მამას რაღაც შეასხეს თუ გადაასხეს. ჩვენთვის დაზუსტებით არ არის ცნობილი ეს მათ განზრახ ჩაიდინეს თუ შემთხვევით. მუნირის დაწყნარებას პოლიციელის ჩარევა დასჭირდა. მოწმეებმა გაიგეს, როგორ იძახდა ის ფრაზებს: „ეს ასე არ დამთავრდება!’’ და „ჩვენ ამას მოგვიანებით გავარჩევთ!’’.
როგორც სასამართლოზე ბრალდებულის დაცვამ განაცხადა, ის რაც ამის შემდეგ მოხდა ანგარიშსწორება იყო. იამალის მამამ ახალგაზრდა კაცს ცხვირი გაუტეხა, რის პასუხადაც, რამდენიმე წუთის მერე დაზარალებულმა დანა აიღო და მუნირს დაარტყა. „ქრონიკა გლობალი’’ წერს, რომ თვით მუნირ ნასრაუის ერთ-ერთმა მეგობარმა დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელმა მართლა დაარტყა ახალგაზრდას, რაც შემდეგ მისი დაჭრით დამთავრდა. ერთი სიტყვით, ირკვევა, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში სწორედ მუნირ ნასრაუიმ გადაიყვანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
მთავარი ამბავი28/08/2026 | 07:27ორი შესაძლო ქართული დერბი
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
