შონზ ელისეზე ხალხმრავლობის ეშინიათ

Home კატეგორიის გარეშე შონზ ელისეზე ხალხმრავლობის ეშინიათ
შონზ ელისეზე ხალხმრავლობის ეშინიათ

კვირა საღამოს პარიზის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე, შონზ ელისეზე ზეიმი არ გაიმართება! ოფიციალური პირები საამისო სანქციას არ გასცემენ. ცხადია ლაპარაკია იმ შემთხვევაზე თუ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „ჩელსის’’ მოუგებს და თასს დაეუფლება. ამის შესახებ მკაცრად და გასაგებად ილაპარაკა საფრანგეთის პოლიციის შეფმა ლორან ნუნიესმა. RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეფექტმა დააზუსტა, რომ ყველა მიმდებარე მეტროს სადგური საღამოს 7 საათზე დაიკეტება.

კვირას პარიზში 30 გრადუს სიცხეს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე უამრავ ხალხს ელიან. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მოქუჩდება ისეთ ადგილებში, სადაც ნიუ იორკიდან მატჩის ტრანსლაციის ნახვა იქნება შესაძლებელი. კითხვაზე, ეშინიათ თუ არა ისეთივე ხალხმრავლობისა და არეულობის, როგორიც იყო მაისის ბოლო დღეს, როდესაც „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბოვოს მოედანზე უპასუხეს: „ეს ახალი შეჯიბრებაა და არ ვიცით როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ღონისძიება დაიგეგმება’’.

აღსანიშნავია, რომ ფინალის მეორე დღე, 14 ივლისი ბასტილიის დაცემის დღეა ანუ საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე და სახელმწიფოს ისედაც ბევრი ღონისძიება ელის ტრადიციული სამხედრო პარადისა და ღამის ფოიერვერკის ჩათვლით.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.