როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ ლამინ იამალი აცრემლებულ ლეო მესის გადაეხვია, დედამიწაზე ძალიან ბევრს გაუელვა გონებაში, რომ ეს იყო სიმბოლური კადრი. ესტაფეტის გადაცემას ჰგავდა. ნიუ ჯერსის სტადიონზე ფანები დიდხანს სკანდირებდნენ მესის სახელს. ისინი ეთხოვებოდნენ 39 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ფეხბურთის უდიდეს სცენაზე უკანასკნელად ხედავდნენ. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვუნდერკინდი და გადაეხვია....
ჭდე: ლამინ იამალი
ყველაზე, ყველაზე იამალი
ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....
ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
ესპანური პრესის თანახმად ლამინ იამალი შეიცვალა. „ლა როხასა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავი დაღვინებულა. ამას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც. ყველას ახსოვს როგორ ღლაბუცობდა იამალი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია ის წლეულს სხვა ადამიანად არ ქცეულა, მისი მხიარული ბუნება არსად გამქრალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების თქმით, უმცროს თანაგუნდელს ცვლილება ეტყობა. 2026 წლის...
თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
ესპანეთის ნაკრები კაპე ვერდესთან 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში აღმაფრენას ეძებდა, ხალხი კი ლამინ იამალის გამოსვლას ითხოვდა. ევროპის ჩემპიონს მომენტები ჰქონდა ― ოცდაშვიდჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან შვიდჯერ კარში, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი 2.29-ს უდრიდა, მაგრამ… საბოლოოდ „ლა როხას“ კარგად ორგანიზებულ კონცხელებთან მაინც გაუჭირდა. ესპანელებმა ვერაფერი გააწყეს 40 წლის მეკარე ვოჟინიას წინააღმდეგ, რომელმაც 7 დარტყმა მოიგერია. ლუის დე ლა...
იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა. „გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე...
იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა
„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი...
იამალის დაბრუნება
ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა. „ბარსამ’’ „მალიორკას’’ 3:0 მოუგო. ხსენებულ სერიაში პირველი გუნდი, რომელსაც 18 წლის ბარსელონელმა გოლი გაუტანა იყო „ოვიედო’’....
ესპანეთი უიამალოდ…
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ამ შეხვედრისთვის ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი განაცხადში შეიყვანა. თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იამალი საქართველოში ვერ ჩამოვა. იგი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა სწორედ ამ დღეს, 10 ნოემბერს „ბარსელონას“ ექიმებმა ნაკრებს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის მიხედვით საზარდულის...
ესპანეთი არ უნდა დასუსტდეს
უიღბლო გამოდგა გასული კვირა დღე ლამინ იამალისთვის. მისმა „ბარსელონამ’’ კლასიკოში „რეალისგან’’ 1:2 იწვნია, თავად მოედანზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (რაც მნიშვნელოვანწილად ალვარო კარერასის დამსახურება იყო) და პლუს, შეხვედრის შემდეგ ხმაურის მიზეზი გახდა. მადრიდელებმა გადაწყვიტეს მისთვის პასუხი გაეცათ მატჩისწინა გამონათქვამის გამო, „რეალი’’ სულ ქურდობს და მერე ჩივისო. „ლოს ბლანკოსის’’ ვეტერანმა მცველმა დანი კარვახალმა ნაკრებში თავის 18 წლის...
იამალი ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს
18 წლის ლამინ იამალი უკვე ფულის დაზგაა. ის 2025-26 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე დიდხელფასიან ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა და ბიზნესშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც მოედანზე. 1906 წელს ბარსელონაში დაარსებული გაზეთის „მუნდო დეპორტივოს’’ ცნობით მსოფლიო ფეხბურთის უკვე ამოსული და ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი აპირებს ამიერიდან ავტოგრაფები აღარ დაარიგოს. მიზეზი: იამალს დაუკავშირდა სპორტის ვარსკვლავებთან დაკავშირებული ტანსაცმლის გაყიდვაში გამეცადინებული კომპანია,...








