საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ამ შეხვედრისთვის ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი განაცხადში შეიყვანა. თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იამალი საქართველოში ვერ ჩამოვა.
იგი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა სწორედ ამ დღეს, 10 ნოემბერს „ბარსელონას“ ექიმებმა ნაკრებს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის მიხედვით საზარდულის ტრავმის გამო იამალმა 7-10 დღე უნდა დაისვენოს.
„ბარსას“ ვარსკვლავის ნაცვლად დე ლა ფუენტემ განაცხადში ხორხე დე ფრუტოსი შეიყვანა.
ესპანეთის ნაკრები:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), დანი ვივიანი (ბილბაო), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ბეტისი).
თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), ბორხა იგლესიასი (სელტა), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
