„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა იუთუბზე დადო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ 2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებაში ეჭვი არ ეპარებოდა და იმ ფაქტმა, რომ ჯილდო სხვას ერგო ის როგორც პიროვნება გააძლიერა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ოსმან დემბელე გახდა.
„გულწრფელად გეტყვით, იმ დღეს „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ვფიქრობდი, მაგრამ კარგი მოხდა, რომ დემბელემ გაიმარჯვა. ჩემი დრო ჯერ არ იყო, რადგან ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და სრულად ვერც გავიაზრებდი, თუ რას ნიშნავს „ოქროს ბურთის“ მოპოვება“, – ამბობს ვიდეოში 18 წლის მოთამაშე.
2025 წელს „ბარსელონამ“ მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც დამატებით დროში 6:7 წააგო „ინტერთან“.
იამალმა განაგრძო: „მომხდარმა პიროვნულად გამზარდა, ის ფეხზე დადგომაში დამეხმარა. მაშინ რთული პერიოდი მქონდა. ვფიქრობ, მას მერე მნიშვნელოვნად გავიზარდე და ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალე. გარდა ამისა ოსის წარმატება გამიხარდა, მასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს“.
ლამინ იამალი ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა ამ ეტაპზე ის მარცხენა თეძოს ტრავმას იშუშებს და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინებას გეგმავს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
