18 წლის ლამინ იამალი უკვე ფულის დაზგაა. ის 2025-26 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე დიდხელფასიან ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა და ბიზნესშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც მოედანზე. 1906 წელს ბარსელონაში დაარსებული გაზეთის „მუნდო დეპორტივოს’’ ცნობით მსოფლიო ფეხბურთის უკვე ამოსული და ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი აპირებს ამიერიდან ავტოგრაფები აღარ დაარიგოს.
მიზეზი: იამალს დაუკავშირდა სპორტის ვარსკვლავებთან დაკავშირებული ტანსაცმლის გაყიდვაში გამეცადინებული კომპანია, რომელიც მალე დახლებზე გამოიტანს საქონელს ბარსელონელი ვარსკვლავბიჭუნას ავტოგრაფით. შედეგად, მის ხელმოწერას კომერციული ფასი დაედება. „მუნდო დეპორტივო’’ წერს, რომ ერთი ხანია მარჯვენა გარემარბი სიუტატ ესპორტივა ჟოან გასპერზე ანუ „ბარსელონას’’ საწვრთნელ ბაზაზე მისულ გულშემატკივართან მხოლოდ ფოტოებს იღებს.
თუკი იამალი ავტოგრაფების დარიგებას შეწყვეტს, მისი ხელმოწერის ფასი ავტომატურად გაძვირდება, რაც ამ ბიზნესის მონაწილე ყველა მხარეს აწყობს. ასე რომ უახლოეს მომავალში ვისაც იამალის ხელმოწერით დამშვენებული მაისური ენდომება, შეეძლება შევიდეს ჯერჯერობით ინკოგნიტო ფირმის საიტზე და გამოიწეროს. პირადად ვარსკვლავისთვის საწერი კალმის მიწოდებაზე კი ბოდიში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს