„სევილიას“ ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა.
„ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული იბორას, კოკესა და კამპანიას მხარდამხარ, ამიტომ მათგან ვიცი თუ რას ნიშნავს „სევილიას“ მაისური. ეს ყველაფერი ჩემს ფილოსოფიას ემთხვევა“.
გიორგი ქოჩორაშვილი დასვენების დღეს ბაზაზე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად ვარჯიშობდა. მან თქვა:

„ფიზიკური ფორმა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გადავწყვიტე მესამე დღესვე მევარჯიშა, რაშიც კლუბის თანამშრომლებმა ხელი შემიწყვეს. მე ამასაც ძალიან ვაფასებ, რადგან ვხედავ, რომ მწვრთნელები ფეხბურთელებს მხარში უდგანან.
მე შემიძლია შევუტიო, შემიძლია გუნდს დაცვაში დავეხმარო, მაგრამ ვითამაშებ იმ პოზიციაზე სადაც მწვრთნელი დამავალებს.
მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც „რამონ სანჩეს-პისხუანზე“ ჩემი დებიუტი შედგება. მინდა მოედანზე გავიდე და სევილიელი გულშემატკივრის მხარდაჭერა ვიგრძნო. სევილიას ქუჩებში დიდებული შეგრძნება დამეუფლა. მინდა კვირას სტადიონზეც განვიცადო ის, რაზეც ამდენს მიყვებიან.
მე მშვიდი ადამიანი ვარ. საერთოდ ადამიანები მომავალზე ყოველთვის ღელავენ, მე კი ბედნიერი ვარ აქ რომ ჩამოვედი.
„სევილიას“ ბევრი ჯილდო აქვს მოგებული. ახლა მე მაქვს შესაძლებლობა წარმოვადგენდე კლუბს, რომელსაც ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა შეუძლია.
კარლოს ალვარესს, რომელიც „სევილიას“ აღზრდილია, ახლა კი „ლევანტეში“ თამაშობს, ხშირად ველაპარაკები. ჩვენ „ლევანტეში“ კარგად ვუგებდით ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთს ყველა თავისი გზით მიჰყავს. მე კარლოსს ვუთხარი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ კვლავ ერთ გუნდში ვითამაშებთ, რადგან მის მხარდამხარ თამაში ძალიან მსიამოვნებს.
სულ იმას ვიმეორებ, რომ ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. ახლა „სევილია“ მაძლევს ყველაფერს. მე ვერაფერს მოვითხოვ. მხოლოდ ის მინდა, რომ ნდობა, რომელიც აქ ჩემდამი გამოიჩინეს, გავამართლო“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
